მდა Posted December 6, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2008 ოთარ ღუდუშაური (1925-1991) http://s59.radikal.ru/i166/0812/7d/f5816597c05e.jpg ტრავმატოლოგ-ორთოპედი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1949 წელს დაამთავრა ქ. ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობდა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ - მოსკოვში, სადაც 1970 წლამდე მოღვაწეობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1972 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს. ღუდუშაურმა საბჭოთა კავშირში პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდულიკერამიკა. დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები: შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვ. არაკეროვანი კომპრესულ-დისტრაქციული მეთოდის შექმნისა და დანერგვისათვის ღუდუშაურს მიენიჭა ლენინური პრემია. 1975 წლიდან იყო ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.