Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე ყაზბეგი (1848-1893)


Recommended Posts

ალექსანდრე ყაზბეგი (1848-1893)

 

http://s53.radikal.ru/i140/0812/a9/8c573badf96b.jpg

 

დაიბადა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის, მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. 1863 წლიდან სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში კი მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებული მთაში წავიდა და 1879 წლამდე მეცხვარედ იყო.

 

თბილისში დაბრუნებული ჯერ სასტუმროში ცხოვრობდა, შემდეგ "დროების" რედაქციის შენობაში, მოგვიანებით კი მთაწმინდაზე, სასამართლოს ქუჩაზე (ახლანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩა). ამ დროიდან იგი იყო ახლადაღდგენილი ქართული სათეატრო დასის წევრი და დრამატურგი. ქართულ სცენაზე 70-ზე მეტი როლი განასახიერა. თავადვე წერდა პიესებს, რომელთგან თბილისში დაიდგა ორიგინალური დრამები: "არსენა", "წამება ქეთევან დედოფლისა", "აღმზრდელები" და სხვ.

 

ყაზბეგმა პირველი მოთხრობა "ციცკა" 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ი. ჭავჭავაძის "ივერიაში". განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა "ელგუჯა", რომელიც 1881 წელს "დროებაში" დაიბეჭდა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი", "ციკო", "ხევისბერი გოჩა", "მოძღვარი" და სხვა. ბურჟუაზიული წყობისა და მორალის მომძლავრება აისახა რომანში "განკიცხული", თბილისური ყოფა - მოთხრობებში "ფათი" და "ჩინოვნიკი ილურიძე".

 

ალექსანდრე ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, მკითხველს გააცნო მოხევეთა ყოფა, მათი ადათ-წესები, ტრადიციები, თავდადება სამშობლოსათვის. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც გადმოსცა როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკული წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები ("ცხოვრების ჩარხი", "შიოლა ღუდუშაური"), ლექსები და პოემები.

 

1886-1887 წლებში ყაზბეგი მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.

 

დაკრძალულია სტეფანწმინდაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...