Jump to content
Planeta.Ge

სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981)


Recommended Posts

სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981)

 

http://s44.radikal.ru/i106/0812/3d/fb94fc052f26.jpg

 

ქართველი მეცნიერი, ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი.

 

დაიბადა ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგისa და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ კი სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად სწავლობდა აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. 1917 წელს მან წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში დაბრუნდა. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. ივ. ჯავახიშვილის წარდგენით 1918 წელს დატოვეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1923-26 წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, 1927-38 წლებში აქვე ხელმძღვანელობდა ბიზანტიოლოგიის, 1940-54 წლებში კი კლასიკური ფილოლოგიის კათედრას. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

 

ყაუხჩიშვილმა დააარსა ბიზანტიოლოგიის სკოლა საქართველოში. 1920 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "ქრონოგრაფი გიორგი მონოზნისა". მანვე გამოსცა იოანე პეტრიწის "შრომების" ორი ტომი, პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ბერძნული ვერსია ქართული თარგმანით და სხვ. მას ეკუთვნის სამტომიანი "ბერძნული ლიტერატურის ისტორია", რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი ნაშრომი იყო, სადაც მოცემულია ბიზანტიური ლიტერატურის სრული დახასიათება. ყაუხჩიშვილის დამსახურებაა ბიზანტიურ წერილობით ძეგლებში საქართველოს შესახებ დაცული ცნობების თავმოყრა. 1932 წელს მან დააარსა გამოცემათა სერია "გეორგიკა" ანუ "ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ". მასვე ეკუთვნის პირველი მეცნიერული კურსი ქართულ ენაზე ბიზანტიის ისტორიის შესახებ ("ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან"). ყაუხჩიშვილმა შეადგინა ლათინურ-ქართული ლექსიკონი, ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით მეცნიერულად დაადგინა და მოამზადა "ქართლის ცხოვრების" აკადემიური გამოცემა. 1942 წელს მისივე რედაქციით დაიბეჭდა "ანასეული ქართლის ცხოვრება".

 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...