Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი ყიფიანი (1814-1887)


Recommended Posts

დიმიტრი ყიფიანი (1814-1887)

 

http://s53.radikal.ru/i140/0812/bf/4c1784f18b81.jpg

 

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წ. საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის წმინდანად შერაცხა.

 

1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს, იქ კი გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს. 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე მუშაობდა მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-67 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, 1864-70 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-86 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-79 წლებში თბილისის ქალაქისთავი.

 

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მისი საქართველოდან გაშვება მოითხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, იქ კი საკანში ვერაგულად მოკლეს.

 

ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "ქართული დრამატული საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.

 

ყიფიანი ემხრობოდა იმ აზრს, რომ სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულები უნდა დანაწილებულიყო და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში გადაცემულიყო. ის მომხრე იყო საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნისა.

 

ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე.

 

ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა". 1857 წლიდან თანამშრომლობდა "ცისკარში". აქვე დაიბეჭდა მოლიერის, შექსპირისა, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.

 

ყიფიანის დაკრძალვისას ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა აკაკი წერეთელმა ლექსი "განთიადი".

 

დიმიტრი ყიფიანი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...