მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 გიორგი შავგულიძე (1910-1959) http://s49.radikal.ru/i125/0812/f9/df0bec8c34ab.jpg შავგულიძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი იყო. დაუცხრომელი შემოქმედებითი ფანტაზია, ტემპერამენტი, დროის შეცნობის ნიჭი საშუალებას აძლევდა შეექმნა უკიდურესად მრავალმხრივი სახეები, თანაბარი ძალით შეეძლო დრამატული, კომედიური და სახასიათო როლების თამაში. მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იყო კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე, რომლის ხელმძღვანელობითაც 1928 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 30 წლის მუშაობის მანძილზე შექმნა მრავალი დაუვიწყარი სცენური სახე თანამედროვე, ისტორიულ თუ კლასიკურ რეპარტუარში. შავგულიძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი იყო. დაუცხრომელი შემოქმედებითი ფანტაზია, ტემპერამენტი, დროის შეცნობის ნიჭი საშუალებას აძლევდა შეექმნა უკიდურესად მრავალმხრივი სახეები, თანაბარი ძალით შეეძლო დრამატული, კომედიური და სახასიათო როლების თამაში. შავგულიძეს მნიშვნლეოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. გადაღებულია ფილმებში: "დიადი განთიადი", "ბედნიერი შეხვედრა", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე", "დავით გურამიშვილი" და სხვა. გ. შავგულიძე 1959 წლის 13 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.