Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ შავიშვილი (1920-1999)


Recommended Posts

მიხეილ შავიშვილი (1920-1999)

 

http://i012.radikal.ru/0812/63/49d345254b90.jpg

 

ლოტბარი, მომღერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.

 

სიმღერა პირველად დედამ, ვერა ვაშალომიძემ, ასწავლა. ის შესანიშნავად უკრავდა ჩონგურსა და გიტარაზე და, რაც მთავარია, იყო კარგი მოკრიმანჭულე.

 

მიხეილ შავიშვილმა სიმღერის სერიოზული გაკვეთილები ცნობილი მომღერალ-მგალობლის, ლიხაურელი მღვდლის, ნესტორ კონტრიძისაგან მიიღო. თხუთმეტი წლისამ სიმღერის დიდოსტატის ვარლამ სიმონიშვილის ყურადღება მიიქცია: 1936-1937 წლებში მასთან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა. ეს კოლექტივი მისთვის დიდ სკოლად იქცა და მოკლე ხანში შესანიშნავი მოკრიმანჭულე გახდა.

 

სკოლის დამთავრებისთანავე მიხეილმა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე წელს გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულე. ანსამბლს ცნობილი ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

მიხეილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთ ღირშესანისნავ თარიღად უნდა ჩაითვალოს 1957 წელი, როდესაც თბილისში ჩამოყალიბდა ანსამბლი "შვიდკაცა" (ხელმძღვანელი ჯანსუღ კახიძე) და მიხეილი ანსამბლის კონსულტანტად და სოლისტად მიიწვიეს. იმავე წელს მან ოზურგეთის სარაიონო კულტურის სახლთან ჩამოაყალიბა ანსამბლი "შვიდკაცა". ამ ანსამბლის განსაკუთრებული წარმატების ხანა 1959 წლის შემდეგ იწყება, როცა თბილისის "შვიდკაცა" დაიშალა.

 

1974 წელს მიხეილ შავიშვილის თაოსნობით საქართველოში ჩამოყალიბდა ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი "კრიმანჭული". ამან დასაბამი მისცა ბავშვთა სხვა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას.

 

შავიშვილმა დიდი შრომა გასწია და მრავალი ქართული ხალხური სიმღერა შეკრიბა და აღადგინა.

 

მიხეილ შავიშვილის მოღვაწეობა მხოლოდ "შვიდკაცას" მიღწევებით არ შემოიფარგლება, იგი პარალელურად სხვა ანსამბლებსაც წარმატებით ლოტბარობდა.

 

დაკრძალულია ოზურგეთში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...