მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 აკაკი შანიძე (1887-1987) http://i065.radikal.ru/0812/55/afbeb0ef7071.jpg ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის "ფილოლოგთა საზოგადოების" საპატიო წევრი. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სომხური, ქართული, ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. შანიძის ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურასა და ისტორიას, დიალექტოლოგიას, ქართულ ტექსტოლოგიას, ეპიგრაფიკას, ფოლკლორისტიკას, რუსთველოლოგიას, არმენისტიკას, ალბანოლოგიასა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციას. მისმა მონოგრაფიამ "სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში" საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია. ფონეტიკურ და მორფოლოგიურ დარგებში შანიძის ადრეული ძიებები შეჯამებულია წიგნში "ქართული გრამატიკა, I. მორფოლოგია" (1930), რომელიც წარმოადგენს ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკას. წიგნმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროპაში ქართული ენის კვლევა-ძიების გაძლიერებას. ახალი კატეგორიების დადგენასთან ერთად შანიძემ შემოიღო ახალი გრამატიკული ტერმინები, რომლებიც გრამატიკულ ლიტერატურაში დამკვიდრდა. შანიძე ასევე სწავლობდა სხვა ქართველურ ენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომი "უმლაუტი სვანურში" და სვანური მეტყველების ტექსტების პუბლიკაცია. შანიძემ სხვადასხვა დროს დააარსა გამოცემათა სერიები და გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი ტექსტები, ძველი ქართული ენის პირველხარისხოვანი ძეგლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტების (უმთავრესად ე.წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახლი ეტაპია ქართულ დიალექტოლოგიაში. მისმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია. I ხევსურული" სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას. შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის - ალბანოლოგიის დაფუძნება. შანიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევა-ძიებაში. 1989 წელს რუსთველოლოგიაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მას შოთა როსუთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.