მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 გურამ შარაძე (1940-2007) http://s40.radikal.ru/i088/0812/75/9713bfdb10d0.jpg ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. პოლიტიკოსი. თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1991-92 წლებში იყო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა ძველი ქართული მწერლობისა და "ვეფხისტყაოსნის" საკითხებს. 1994 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში დაარსებული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შრომა უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა მოძიებისა და მათი მოღვაწეობის გამომზეურების საქმეში. შარაძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელობით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში ჩამოიტანეს ეროვნული არქივი. გურამ შარაძე ავტორია წიგნებისა: "თეიმურაზ ბაგრატიონი - ცხოვრება და მოღვაწეობა", "მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა", "ილია ჭავჭავაძე", "უცხოეთის ცის ქვეშ", "მემედ აბაშიძე", "ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება", "აკაკი წერეთელი". გურამ შარაძეს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. გურამ შარაძე ტრაგიკულად დაიღუპა - მოკლეს თბილისის ქუჩაში. მკვლელობის მიზეზი უცნობია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.