Jump to content
Planeta.Ge

ჟიული შარტავა (1944-1993)


Recommended Posts

ჟიული შარტავა (1944-1993)

 

http://s57.radikal.ru/i155/0812/22/626dd75c4be6.jpg

 

პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. თავდაპირველად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ დაამთავრა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.

 

1959 წლიდან მუშაობდა ჯერ მუშად ქარხანაში, იყო სკოლის მასწავლებელი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ხელმძღვანელ კომკავშირულ, პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე. 1985-87 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, 1988-92 წლებში კი იყო სახალხო კონტროლის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე. 1992 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატად. 1993 წლის 18 ივლისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. 27 სექტემბერს კი, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა სოხუმი აიღეს, შარტავამ ქალაქი არ დატოვა. იმავე დღეს იგი წამებით მოკლეს.

 

დაკრძალულია სენაკში.

 

1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...