მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 ნიკოლოზ შენგელაია (1901-1943) http://s56.radikal.ru/i154/0812/b6/e0b0bbf18943.jpg კინორეჟისორი, კინოდრამატურგი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1924 წელს იგი რეჟისორის ასისტენტად მიიწვია კოტე მარჯანიშვილმა ფილმზე "ქარიშხლის წინ". ს. კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარები ფილმებისათვის: "სამანიშვილის დედინაცვალი" და "გაფლანგვა". გადაიღო ფილმები: "გიული" და "ელისო". 1922 წელს გამოჩნდა, როგორც ფუტურისტული მიმდინარეობის პოეტი. შენგელაია გამოირჩეოდა რეჟისორული გამომგონებლობით, დინამიკური კადრების სიმრავლით, მონტაჟის ოსტატობით, დახვეწილი კინემატოგრაფიული აზროვნებით. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ტემპერამენტი და პოეტურობა. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ფილმები: "26 კომისარი", "ნარინჯი ველი", "სამშობლო", "შავ მთებში", "მცხუნვარე მზის ქვეშ”, "ის კიდევ დაბრუნდება". შენგელაიას ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა კინემატოგრაფიის საზოგადოების საორგანიზაციო ბიურო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.