Jump to content
Planeta.Ge

გიორგი შერვაშიძე (1846-1918)


Recommended Posts

გიორგი შერვაშიძე (1846-1918)

 

http://s59.radikal.ru/i166/0812/77/70bfff837dfc.jpg

 

აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟი. ქართული ენა იყო მისი მეორე ენა, ამიტომ კარგად იცნობდა ძველ და ახალ ქართულ მწერლობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს.

 

60-იანი წლების დასაწყისში თბილისის მეფისნაცვლის ადიუტანტი იყო. რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1866 წელს ამბოხებულმა აფხაზებმა მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ ამბოხება ჩაახშეს და შერვაშიძე რუსეთში გადაასახლეს. დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მშობლიურ ქალაქში, სოხუმში, მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა.

 

შერვაშიძე იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდში ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის.

 

70-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში ("დროება", "ივერია", "სამშობლო", თეატრი და ცხოვრება"). აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. 1881 წელს თბილისში დაიდგა მისი პიესა "მომაკვდავნი სურათნი", 1915 წელს - "გიორგი მესამე", აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითიც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...