Jump to content
Planeta.Ge

იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (1735-1817)


Recommended Posts

იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (1735-1817)

 

http://s47.radikal.ru/i118/0812/de/8e3c1a4aa1e8.jpg

 

წარმოშობით ქართველი, ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის გამგებელი.

 

დაიბადა სოფელ მარტყოფში. 15 წლის იყო, როცა გაიტაცეს და სტამბულის გავლით ეგვიპტეში წაიყვანეს, სადაც მონად გაყიდეს. ეგვიპტელმა მფლობელმა სახელი შეუცვალა და იბრაჰიმი დაარქვა. ბეის წოდება კი მოგვიანებით, 1767 წელს მიიღო.

 

იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. მან ერთგულად მსახურობისათვის იბრაჰიმი გაათავისუფლა. როცა მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა, სხვა ქართველ მამლუქთან, მურად ბეისთან, ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ.

 

იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში, წერილი გაგზავნა. სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ეკლესია, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა.

 

პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლისას იბრაჰიმი ნაპოლეონს ეომებოდა, მაგრამ ორივე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დამარცხების შედეგად მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა. 1811 წლის 1 მარტს მუჰამედ ფაშას მიერ მამლუქთა ჟლეტას გადაურჩა და ზემო ეგვიპტეს შაფარა თავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...