Jump to content
Planeta.Ge

შუშანიკი (V საუკუნის II ნახევარი)


Recommended Posts

შუშანიკი (V საუკუნის II ნახევარი)

 

http://s45.radikal.ru/i110/0812/d2/4df0c5b7769e.jpg

 

ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე, სომეხთა მხედართმთავრის, ვარდანის ასული. წარმოშობით მამიკონიანთა დიდი და, ამავე დროს, ტრაგიკული ოჯახის შვილი იყო. მისი წინაპრები სპარსეთთან ბრძოლას შეეწირნენ, ამიტომ იზრდებოდა დაობლებული შუშანიკი ვარსქენის მამის, არშუშას ოჯახში. ირანისა და მაზდეანობის სიძულვილი მამის ოჯახიდან ჰქონდა გამოყოლილი, ამან გაუღრმავა ქრისტეს სიყვარული და ბავშვობიდან ღვთის მოშიში გახდა.

 

იაკობ ცურტაველი დიდი მოწიწებით, სიყვარულითა და აღტაცებით აგვიწერს მის სულიერ სახეს, მოწამებრივ ცხოვრებას. როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა მიიღო, შუშანიკი ქმარს გაემიჯნა. აქედან დაიწყო დედოფლის ხორციელი წამება, თუმცა იესო ქრისტეს მსგავსად, ტანჯვას სიხარულით იღებდა, დანთხეულ სისხლს ცოდვათა გასაწმედელად მიიჩნევდა. დედოფალი არ შეეპუა ქმარს. არნახული ტანჯვა აიტანა, ციხეში უმძიმესი ექვსნახევარი წელიწადი გაატარა. ფიზიკური ტკივილი სულის სიმტკიცეს მატებდა, უფრო და უფრო შეუპოვარს ხდიდა.

 

შუშანიკი გარდაიცვალა 17 ოქტომბერს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...