Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ჩარკვიანი (1961-2006)


Recommended Posts

ირაკლი ჩარკვიანი (1961-2006)

 

http://s44.radikal.ru/i105/0812/5b/035faab3934a.jpg

 

ქართველი მუსიკოსი. ცნობილია ასევე ფსევდონიმით "მეფე".

 

ჩარკვიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი. 1967-74 წლებში მიიღო მუსიკალური განათლება კლასიკური ფორტეპიანოს განხრით. 1991 წელს ის ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლაში სწავლობდა.

 

ირაკლიმ თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ "არიშთან" ერთად. მისი ლექსები და მოკლე მოთხრობები იბეჭდებოდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში.

 

ჩარკვიანი უკრავდა, ასევე, ჯგუფ "ტაქსში" დადა დადიანთან ერთად. 1988 წელს გამოვიდა მისი ალბომი "ტაქსი". მუსიკოსის მეორე ჯგუფი იყო "საბავშვო მედიცინა", რომელთან ერთადაც უკრავდა მოსკოვსა და თბილისში.

 

1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული "ძველი სათამაშოები". ის იყო "რეაქტიული კლუბის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1990 წელს გამოიცა ამ კლუბის ლექსების კრებული, სადაც შესულია ირაკლის ლექსებიც.

 

1992 წელს გამოვიდა ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი "War Is Over", შემდეგ კი - პირველი ალბომი "Swan Songs", რომელიც ჩაიწერა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის "ორფეოსის სიკვდილი".

 

1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დაჯილდოვდა პრიზით "საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი" კომპოზიციისთვის "მაწონი". 1997 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომი "აფრენ" და რამდენიმე ვიდეოკლიპი. 1998 წელს მისი რომანის "წყნარი ცურვის" ფრაგმენტები დაიბეჭდა ლიტერატურულ პრესაში, მოგვიანებით კი წიგნადაც გამოიცა. 2007 წელს, "მეფის" გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა მისი უკანასკნელი ალბომი "ძირს მეფე".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...