Jump to content
Planeta.Ge

ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846-1925)


Recommended Posts

ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846-1925)

 

რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის წევრი, ანარქისტი.

 

ვარლამ ჩერქეზიშვილი ჯერ კიდევ კადეტთა კორპუსში სწავლისას ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1866 წელს ის დააპატიმრეს დ. კარაკოზოვის საქმესთან დაკავშირებით. გათავისუფლების შემდეგ, 1867-68 წლებში, ჩერქეზიშვილი სტუდენტთა რევოლიუციურ წრეს ხელმძღვანელობდა. 1869 წლიდან ის აქტიურად მოღვაწეობდა ს. ნეჩაევის რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც იმავე წელს კვლავ დააპატიმრეს და 1873 წელს ციმბირში, ქალაქ ტომსკში გადაასახლეს.

 

1876 წელს ჩერქეზიშვილმა გადასახლებიდან საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა და კვლავ რევოლიუციურ მოძრაობაში ჩაება. ის ძირითადად ბაკუნინელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მისი სტატიები ფილოსოფიურ და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. აქვე, ემიგრაციაში ის პ. კროპოტკინს დაუახლოვდა და მალე ანარქისტ-კროპოტკინელად ჩამოყალიბდა. 1896 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჩერქეზიშვილის წიგნი "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან", რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.

 

ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა მარქსიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1903 წელს სხვებთან ერთად დააარსა რუსული ანარქისტული გაზეთი "ხლებ ი ვოლია".

 

რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს ჩერქეზიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დააარსა გაზეთები "ნობათი" და "მუშა". მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1895 წელს საზღვარგარეთ დაიბეჭდა მისი წერილები ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო ქართველ რევოლიუციონერთა პირველი კონფერენციის (1904, ჟენევა) მუშაობაში. ამ კონფერენციაზე ის მოხსენებით გამოვიდა აგრონომიულ საკითხზე და მხარი საქართველოს ავტონომიის იდეას დაუჭირა.

 

1921 წელს საქართვრლოში კომუნისტური წყობილების დამყარების შემდეგ ის კვლავ ემიგრანტად იქცა.

 

ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...