მდა Posted December 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2008 არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) http://s42.radikal.ru/i097/0812/f3/6c76e29329cf.jpg ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1926-33 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-60 წლებში იქვე განაგებდა კავკასიოლოგიის კათედრას. 1929 წელს მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1936-85 წლებში თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-52 წლებში კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1941 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელ აკადემიკოსად. პროფესორი ჩიქობავა იყო ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი. არნლოდ ჩიქობავას მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. ის იყო 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.