Jump to content
Planeta.Ge

გოდერძი ჩოხელი (1954-2007)


Recommended Posts

გოდერძი ჩოხელი (1954-2007)

 

http://s52.radikal.ru/i135/0812/c5/a96cd039fa30.jpg

 

მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი.

 

დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში, იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა. შემდეგ სწავლა ფასანაურის საშუალო სკოლაში განაგრძო.

 

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში თავდაპირველად კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი, როცა შეიქმნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სწავლა ამ განხრით განაგრძო. პირველი საკურსო ფილმი იყო "ნამეხარი მუხა". მეორე საკურსო ფილმი - "ადგილის დედა", ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა. სამწუხაროდ, თავად რეჟისორი პრიზის მისაღებად არ წასულა, რადგან არც კი იცოდა, რომ მისი ფილმი ფესტივალზე იყო გაგზავნილი.

 

1979 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და იმავე წელს მიიღეს დამდგმელ რეჟისორად "ქართულ ფილმში". მისი სადებიუტო ფილმი იყო "ბაკურხეველი ხევსური". ასევე ყველაზე წარმატებულ ფილმებს შორისაა "აღდგომა", "ადამიანთა სევდა", "აღდგომის ბატკანი", "ცოდვის შვილები", "სამოთხის გვრიტები", "ლუკას სახარება" და "მიჯაჭვული რაინდები".

 

მწერლობა 1977 წელს დაიწყო. საკურსო ფილმებისთვის წერდა სცენარებს, რომლებიც შემდეგ მოთხრობებად დაბეჭდეს და 1980 წელს მისი პირველი წიგნიც გამოვიდა "წერილი ნაძვებს".

 

გოდერძი ჩოხელი დაკრძალულია მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...