Jump to content
Planeta.Ge

უშანგი ჩხეიძე (1898-1953)


Recommended Posts

უშანგი ჩხეიძე (1898-1953)

 

http://i024.radikal.ru/0812/42/486b7aa4bed8.jpg

 

ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი.

 

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან - რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც არაერთი როლი შეასრულა.

 

1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე და საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც დრამატულმა მსახიობმა. 1933 წლიდან იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

 

ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობითა და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. ჩხეიძე თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. სამწუხაროდ, ასეთ ძლიერ ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო და ჯანმრთელობაშერყეულმა ადრევე მიატოვა სცენა.

 

მისი პიესა "გიორგი სააკაძე" იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თატრის სცენაზე. დაწერა წიგნები: "კ. მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი" (1949), "მოგონებები და წერილები" (1956).

 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...