Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ცაბაძე (1924-1986)


Recommended Posts

გიორგი ცაბაძე (1924-1986)

 

http://s50.radikal.ru/i128/0812/13/eef9e2b5c7cf.jpg

 

კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მუზიკლის ფუძემდებელი.

 

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასი. 1956-75 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე.

 

1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. ცაბაძე ნაყოფიერად მუშაობდა ოპერეტის, საესტრადო სიმღერისა და რომანსის ჟანრში. მისი შემოქმედების წყარო იყო ქართული ქალაქური ფოლკლორი. ცაბაძის მუსიკა გამოირჩევა მელოდიურობით, გამომსახველობით, რამაც განაპირობა მისი პოპულარობა. დაწერილი აქვს 20-მდე ოპერეტა, ავტორია 200-ზე მეტი სიმღერისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღასანიშნავია: "ნიბლია", "პატარა ბალადა", "მუხამბაზი", "მეფაიტონე", "საქართველოს ლამაზებო", "ჩემო თბილის ქალაქო" და სხვა. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია აგრეთვე საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: "ვერის უბნის მელოდიები", "მხიარული რომანი", "მოიტაცეს თამარ ქალი".

 

გიორგი ცაბაძე სცენაზე, სიმღერისას გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...