Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929)


Recommended Posts

ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929)

 

http://s57.radikal.ru/i157/0812/3f/9b74e1dfdf77.jpg

 

ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პალეოგრაფი, არქეოგრაფი.

 

1867 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ალ. ცაგარელმა სწავლა გიმნაზიაში განაგრძო, რომლის დამთავრებისთანავე დავით სარაჯიშვილთან ერთად უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა და პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში ჩაირიცხა, მაგრამ მალევე უნივერსიტეტში ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა.

 

1867 წელს ალექსანდრე დავით სარაჯიშვილთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე ცაგარელი გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა. მოულოდნელად ალექსანდრე ავად გახდა და ექიმებმა საქართველოში დაბრუნება ურჩიეს. იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, საუნივერსიტეტო განათლება მიეღო, რომ ექიმების რჩევა არ გაითვალისწინა და გადაწყვიტა, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.

 

1868 წელს ალ. ცაგარელი უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია. 1869 წელს კი ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც პროფესორ როთის ხელმძღვანელობით სანსკრიტსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ ალ. ცაგარელი პეტერბურგში დაბრუნდა. ჯერ უნივერსიტეტში ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხი მოიპოვა, მალევე კი წარადგინა სადისერტაციო შრომა "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა". ალ. ცაგარელი დაამტკიცეს ქართული ენისა და სიტყვიერების პრივატდოცენტად და ლექციების წაკითხვის უფლება მიენიჭა. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართველურ ენათა შედარებით შესწავლას.

 

1874 წლის 25 აპრილს ცაგარელი აირჩიეს ქართული სიტყვიერების კათედრის დოცენტად და მართლაც, მთელი თავისი ენერგია პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული სიტყვიერების კათედრის კანონიერი უფლებებისათვის ბრძოლას შეალია.

 

1875 წელს ცაგარელი საქართველოში დაბრუნდა. ის იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. 1883 წელს მოინახულა ათონი, ჯვარი, საბაწმინდა. სარდაფებსა და სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების ასლები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ. ალ. ცაგარელმა თავისი მუშაობით საგძნობლად წასწია წინ ქართულ სიძველეთა შესწავლა. ავტორია წიგნებისა "ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე" და "ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე".

 

1890 წელს რომში, ვენეციაში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, სადაც ცაგარელი გაეცნო XII საუკუნის ქართულ სიძველეებს.

 

1894 წელს კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ მალევე გაემგზავრა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო XII საუკუნის ძეგლს - ქართულ ოთხთავს.

 

1920 წელს ალ. ცაგარელი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თბილისის უნივერსიტეტში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...