მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 ირაკლი ციციშვილი (1918-2001) http://i079.radikal.ru/0812/d6/a4f0b58b52e0.jpg არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 22 წლის არქიტექტორი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ფრონტზე რამდენჯერმე დაიჭრა, მაგრამ კვლავ ბრძოლის ველზე დაბრუნდა. 4 დღე-ღამეში, აუტანელ სიცივეში, მდინარე დნეპრზე ხიდი ააგო და საბჭოთა არმიის ტანკებს გზა გაუხსნა. ამ გმირობისათვის მას სააბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენი და "ოქროს ვარსკვლავის" მედალი მიენიჭა. 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ინსტიტუტში. იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე. საქართველოს კულტურისა და ბუნების, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს უფროსი. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია: "ქართული არქიტექტურის საწყისები", "უჯარმა", "თბილისი - არქიტექტურული ძეგლები", "საქართველო კულტურის ძეგლების დაცვა", ქართული ხელოვნების ისტორია", "ქართული არქიტექტურის ძეგლები" და სხვ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.