Jump to content
Planeta.Ge

იაკობ ცურტაველი (V საუკუნის II ნახევარი)


Recommended Posts

იაკობ ცურტაველი (V საუკუნის II ნახევარი)

 

http://i059.radikal.ru/0812/a7/3f756a558ba3.jpg

 

მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია "შუშანიკის მარტვილობისა" ("წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ"), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ნაწარმოებისა.

 

იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემონახულია მისსავე თხზულებაში. ტექსტიდან ვიგებთ, რომ იაკობი ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, დედოფალ შუშანიკის მოძღვარი და დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ამბის უშუალო მომსწრე და მონაწილე. ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი და ავტორი საკუთარ სახელსაც თავადვე გვამცნობს. თხზულება შქმნილი უნდა იყოს 476-483 წლებში, ანუ შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულიდან ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. არსებობს ვარაუდი, რომ მოგვიანებით იაკობ ცურტაველი გახდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 წელს დაესწრო დვინში გამართულ საეკლესიო შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნითაა დათარიღებული და დღეს ის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

 

"შუშანიკის მარტვილობით" იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.

 

იაკობ ხუცესის შესახებ სხვა არაფერი ვიცით, მაგრამ თხზულებიდან ჩანს, რომ იგი დიდად განათლებული, დაკვირვებული, ღრმად რელიგიური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება იყო. მწერალი ემოციურად და დამაჯერებლად აღწერს ქართლის პიტიახშის კარზე დატრიალებულ ტრაგედიას. პირველი კონფლიქტიდან დაწყებული, შუშანიკის აღსასრულამდე ქრონოლოგიურად მიჰყვება ამბავს. სახიერად არის გადმოცემული საკვანძო ეპიზოდები და გმირთა ხასიათები. შუშანიკისადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად, ავტორი არც მთავარი გმირის ნაკლოვანი თვისებებისა თუ ადამიანური სისუსტის ასახვას ერიდება.

 

შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად, ნაწარმოებში ასახულია V საუკუნეში ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება, ამიტომ ის შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე კი საფიქრებელს ხდის, რომ ის არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის პირველი და, მითუმეტეს, ერთადერთი თხზულება.

 

"შუშანიკის მარტვილობა" პირველად 1882 წელს გამოსცა მ. საბინინმა, ითარგმნა ლათინურად, რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად.

 

1978 წელს ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა "შუშანიკის წამების" 1500 წლისთავი, იუნესკოს გადაწყვეტილებით კი, იგი 1979-1983 წლებში მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...