Jump to content
Planeta.Ge

ცისფერყანწელები


Recommended Posts

ცისფერყანწელები

 

http://s59.radikal.ru/i165/0812/8a/00d3a0cf57b3.jpg

 

ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1915 წელს, 1918 წლიდან კი თბილისში გააგრძელეს მოღვაწეობა.

 

გაერთიანებამ სახელწოდება მიიღო თავისი პირველი ბეჭდური ორგანოსაგან "ცისფერი ყანწები". სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ცისფერი აღიქმებოდა როგორც პოეზიის ფერი, ყანწი კი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო იყო. სამკერდე ნიშნად პოეტებს მამლის დეზები ეკეთათ, რაც ცისფერი ყანწის ასოციაციას იწვევდა. ჰქონდათ თავიანთი გამოცემები: "მეოცნებე ნიამორები", "შვილდოსანი", "ბარიკადი", "ბახტრიონი". დეკლარაციებში ცისფერყანწელები თავს სიმბოლიზმის მიმდევრებად აცხადებდნენ. ბოჰემური არტისტიზმი გახდა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სტილი. სარბიელზე გამოსვლისთანავე ამ განწყობილებამ, "წმინდა ხელოვნებისა" და ლიტერატურული არტისტიზმისადმი სწრაფვამ, ჯგუფს ერთგვარი სკანდალური სახელი დაუმკვიდრა, თუმცა არც "ცისფერყანწელთა" მხატვრული ღირსებანი დარჩენილა შეუმჩნეველი. ჯგუფი უჩვეულო მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში.

 

მიმდინარეობის წევრები იყვნენ: მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ლევან მეუნარგია, ალი არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). თავდაპირველად გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ცისფერყანწელთა პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა. მანვე მოხატა რუსთაველის თეატრის სარდაფში კაფე "ქიმერიონი", სადაც ცისფერყანწელი პოეტები იკრიბებოდნენ ხოლმე.

 

"ცისფერყანწელთა" გაერთიანებამ 1930-იან წლებამდე იარსება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...