Jump to content
Planeta.Ge

ცხრა აპრილს დაღუპულები (1989)


Recommended Posts

ცხრა აპრილს დაღუპულები (1989)

 

http://s59.radikal.ru/i164/0812/69/4d0a5535a228.jpg

 

მოშიმშილე მომიტინგეები, რომლებიც 9 აპრილის დილას დაარბიეს შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა.

 

1989 წლის აპრილის თვეში თბილისში დაიწყო გამოსვლები აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. 4 აპრილს მომიტინგეები საქართველოს მთავრობის სასახლის წინ შეიკრიბნენ. მათმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, რამაც მალე მასიური ხასიათი მიიღო. აფხაზეთის საკითხმა თანდათან უკან გადაიწია და მთავარ მოთხოვნად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება იქცა. 8 აპრილის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში საბჭოთა შეიარაღებული ჯარის ნაწილების შემოსვლის შესახებ. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და დაშლისკენ მოუწოდა, მაგრამ მომიტინგეები არ დაიშალნენ.

 

გამთენიისას მშვიდობიანი მიტინგი განსაკუთრებული სისასტიკით იქნა დარბეული. ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გარდა შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა გამოიყენეს აკრძალული მომწამვლელი აირი "სი-ესი" (K-51). ადგილზე გარდაიცვალა 16 ადამიანი (უმეტესობა მომწამლავი აირით მოგუდვისგან), ორი კი - რამდენიმე დღეში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

ადამია აზა

ბეჟანიშვილი ეკა

გიორგაძე ნატო

დოლიძე თამუნა

ენუქიძე თინა

თოიძე ნინო

კიკვიძე ზაირა

ლოლაძე მანანა

მამულაშვილი თამარ

ნოზაძე მამუკა

სამარგულიანი ნანა

ჭყონია-სამარგულიანი მარინა

ჭიპაშვილი ელისო

ჭოველიძე თამარ

ჯანგირაშვილი ნოდარ

ჯინჭარაძე მზია

მელქაძე მანანა

ქარსელაძე გია

 

მოწამლულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 4000 კაცი შეადგინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...