მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 ცხრა ძმა ხერხეულიძე (1625) http://i011.radikal.ru/0812/59/ef923cde8a09.jpg სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ძმები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მარაბდის ველზე. ქართულმა ეკლესიამ ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი წმინდანად შერაცხა. 1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ხარჭაშნელი და რუსთველი ეპისკოპოსები, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. ქართულმა დროშამ ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ცხრავე ბრძოლის ველზე დაეცა. დროშა კი მათი ნაბოლარა დის ხელში გადავიდა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეების დედამ აღმართა საქართველოს დროშა, როგორც უკვდავების სიმბოლო. გადმოცემით, მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დაკრძალულნი არიან სოფელ ძველი მარაბდის განაპირას, წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის საარაკო გმირობის ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მათ თავდადებას ლექსები მიუძღვნეს ლადო ასათიანმა, სიმონ ჩიქოვანმა და სხვა პოეტებმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.