მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 გიორგი წერეთელი (1842-1900) http://s61.radikal.ru/i171/0812/ba/de47e83a2ab1.jpg მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1861 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ცარიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო მცირე ხნით დააპატიმრეს კიდეც. 1863 წელს გიორგი წერეთელი საქათველოში დაბრუნდა. მან დიდი როლი შეასრულა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1866 წელს დააარსა პოლიტიკურ - ლიტერატურული გაზეთი "დროება", რომელსაც 1869 წლამდე თავადვე რედაქტორობდა. 1868 წელს გამოსცა "სასოფლო გაზეთი", 1871-73 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "კრებულს". თანამშრომლობდა გაზეთ "ტიფლისსკი ვესტნიკში", ასევე რედაქტორობდა გაზეთ "კვალს". აქტიურად თანამშრომლობდა ყველა ჟურნალ-გაზეთში, რომელიც იმხანად თბილისში გამოდიოდა. წერეთლის პუბლიცისტურ სტატიებში და მხატვრულ შემოქმედებაში რეალისტურად აისახა მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობის, ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალი ქართული საზოგადოების თავისებურებანი. წერეთელი იყო "თერგდალეულთა" ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძესთან და სერგი მესხთან ერთად. მან ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყნის ახალი პერიოდის ისტორიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურის განვითარების პერიოდიზაცია, სამ ეტაპად დაყო და მათ დასები უწოდა. წერეთლის მიხედვით, პირველი დასი ეწოდება საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მიმდინარეობას და იგი იყო "ღუმანიტარულ-ლიტერატურული მიმართულებისა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით", მეორე დასი - პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა, რომელიც შემოკრებილი იყო "დროება" - "კრებულის" გარშემო, ხოლო მესამე დასის მოღვაწეობას იწყებდენ გაზეთ "კვალის" გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა მარქსისტები. წერეთელი თავისი გაზეთების საშუალებით აქტიურად ეხმიანებოდა ეროვნების შემოღების, ხოლო 1876 წლიდან ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას. წერეთელს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.