Jump to content
Planeta.Ge

გიორგი წერეთელი (1904-1973)


Recommended Posts

გიორგი წერეთელი (1904-1973)

 

http://s39.radikal.ru/i083/0812/30/ef17f50670b4.jpg

 

ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. პროფესორი, აკადემიკოსი. პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი.

 

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1928 წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტად ლენინგრადში და მისი დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად. ლენინგრადში მისი მასწავლებელი იყო რუსეთში არაბისტიკის ფუძემდებელი და მსოფლიო დონის ორიენტალისტი იგნატი კრაჩკოვსკი და როცა 1933 წელს გიორგი წერეთელი თბილისში დაბრუნდა, მისმა მასწავლებელმა გულდაწყვეტით აღნიშნა, ახლა კი არაბისტიკის ცენტრი ლენინგრადიდან თბილისში გადაინაცვლებსო.

 

მსოფლიო სემიტილოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. გიორგი წერეთლმა ამოიკითხა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ორენოვანი წარწერა და მიუძღვნა გამოკვლევები "არმაზის ბილინგვა" და "არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა". ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობების ისტორიისათვის, დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მეცნიერებაში "არმაზის არამეულის" სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობის, ისე ქართული ანბანის წარმოშობის შესწავლისათვის.

 

1960 წელს გიორგი წერეთელი ირაკლი აბაშიძესა და აკაკი შანიძესთან ერთად მივლინებული იყო ისრაელში ქართველთა ჯვრის მონასტერში, საიდანაც მათ შოთა რუსთაველის ფრესკის ფოტოასლები ჩამოიტანეს, ამოიკითხეს მონასტრის იატაკზე, საკურთხეველსა და სხვადასხვა ადგილებში გაბნეული ქართული წარწერები.

 

წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). კათედრასა და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს.

 

წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფერო იყო არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია.

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი წერეთელი იყო 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ეროვნულ ამბოხებაში, რისთვისაც იმავე წელს დააპატიმრეს კიდეც.

 

გიორგი წერეთელი დაკრძალულია თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...