მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965) http://s52.radikal.ru/i135/0812/fd/5423402dba16.gif მეცნიერი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხაკო წერეთელი სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1901 წელს ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ის პარიზიდან გაასახლეს. 1907 წელს მიხაკო საქართველოში იყო. აღსანიშვანია მისი სიტყვა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე. მომდევნო წლებიდან მეცნიერი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში წერეთელი ასიროლოგიაში დახელოვნდა და 1918-23 წლებში ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მუშაობდა. 1912 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა "სუმერული და ქართული" (თბილისი), 1923 წელს - "გილგამეშიანის" ქართული თარგმანი განმარტებებითურთ (კონსტანტინოპოლი), 1933 წელს კი სულხან საბას "სიბრძნე-სიცრუისას" გერმანული თარგმანი (ბერლინი). 1957-58 წლებში პარიზში, ჟურნალში "ბედი ქართლისა" დაბეჭდა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ცხოვრების ტექსტები გერმანული თარგმანითურთ. მიხაკო წერეთელი ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე აქვეყნებდა გამოკვლევებსა და წერილებს ქართული ენისა და ქართველების წარმოშობის საკითხებზე, ურარტუს ისტორიასა და ენაზე. 1961 წელს პარიზში გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი. მიხაკო წერეთელი დაკრძალულია მიუნხენში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.