Jump to content
Planeta.Ge

სერგი წულაძე (1916-1977)


Recommended Posts

სერგი წულაძე (1916-1977)

 

http://s61.radikal.ru/i171/0812/4b/0542b718141c.jpg

 

მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასულ მამას თან გაჰყვა და ჯერ სტამბულში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1951 წელს მიიღო სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1958 წლიდან ოჯახთან ერთად კვლავ თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა ჯერ დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში.

 

მედიცინის გარდა, სერგი წულაძე აქტიურად იყო ჩაბმული მთარგმნელობით საქმიანობაში. ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", იოანე საბანისძის "აბო თბილელის მარტვილობა", ჩახრუხაძის "თამარიანის" ნაწყვეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი, რომელსაც საფრანგეთის აკადემიის ლანგლუას სახელობის პრემია მიენიჭა. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსების თარგმანები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...