მდა Posted December 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2008 ალექსანდრე წუწუნავა (1881-1955) http://i010.radikal.ru/0812/b4/1551882308f7.jpg ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, ქართული მხატვრული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც არ დაუსრულებია. 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით, 1901-05 წლებში კი - თბილისის ქართულ თეატრში. 1905-10 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ თბილისის სახალხო სახლსა და რუსულ თეატრში. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად, ხოლო 1947 წლიდან - მთავარ რეჟისორად. 1918 წელს ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით, პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული მუნჯი ფილმი "ქრისტინე", რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართული მხატვრული კინოს განვითარებას. ამას მოჰყვა ფილმები: "ვინ არის დამნაშავე?", "ხანუმა", "ორი მონადირე", "ჯანყი გურიაში". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.