მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 ვახტანგ ჭაბუკიანი (1910-1992) http://s58.radikal.ru/i162/0812/8d/f6be6647c334.jpg მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. სკოლაში სწავლის პარალელურად, მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა. 1926 წელს გადავიდა ლენინგრადში. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა და მთელ საბჭოთა კავშირში გაითქვა სახელი, ჰქონდა გასტროლები საზღვარგარეთ. 1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერად. 1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა - ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. 1951-1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს, იყო აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში. ჭაბუკიანი იყო ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.