Jump to content
Planeta.Ge

ეკატერინე ჭავჭავაძე (1816-1882)


Recommended Posts

ეკატერინე ჭავჭავაძე (1816-1882)

 

http://i016.radikal.ru/0812/82/8e84bcbc4da7.jpg

 

სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი. ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს, დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.

 

ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარ ფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი სახალხო თავდაცვის ორგანიზებას შეუდგა და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე. პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს "სტატს დამის" წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს.

 

1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა დასჯას ითხოვდა. მთავრობამ ეს შემთხვევა სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს "დროებით" მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო.

 

1958 წელს სტუდენტი ილია ჭავჭავაძე და კიდევ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა ესტუმრნენ ეკატერინეს. ეკატერინემ ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი ხელნაწერი რვეული გამოუტანა - ლექსები და "ბედი ქართლისა", აქედან დაიწყო ბარათაშვილის, როგორც პოეტის, ხელახალი სიცოცხლე. ეკატერინემ მას აღმაფრენა მისცა, როგორც პოეტს და შემდეგ მივიწყებული მანვე გადაარჩინა.

 

სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...