მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) http://s43.radikal.ru/i099/0812/8e/0fcc3b62ed36.jpg პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. დაიბადა პეტერბურგში. 9 წლისა მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. როცა 1799 წლის 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები საქართველოში წამოიღეს და გიორგი XII-ს მეფედ კურთხევაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას. 1804 წელს მამის თხოვნით, ალექსანდრე კამერპაჟად ჩაირიცხა, მაგრამ იმ წელსვე მოხდა მთიულეთის აჯანყება, რომლის მონაწილე ალექსანდრეც იყო. ამის გამო იგი თბილისის საპყრობილეში ჩასვეს, შემდეგ კი 3 წლით ტამბოვში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1807-08 წლებში, იგი პაჟთა კორპუსში ირიცხებოდა, რომელის დამთავრების შემდეგაც პოდპორუჩიკობა მიიღო. მალევე დიდ სამხედრო ოპერაციებში ჩაება და პორუჩიკის წოდება მიიღო, 1811 წელს კი გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტი გახდა, რომლის ბრძანებითაც 1812 წელს კახეთის აჯანყების ჩასახშობად გამოგზავნეს. ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობას ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში, სადაც ბრძოლებში წარჩინებისათვის ბევრი მაღალი ჯილდო დაიმსახურა. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მათ კულტურას, ყოფა-ცხოვრებას. ევროპაში ნანახი ბევრი კარგი სამეურნეო წესი შემდგომ მან საკუთარ მამულში განახორციელა, ამან კი განაპირობა მისი, როგორც მეურნისა და საქმოსნის, წარმატება. ჭავჭავაძეთა ოჯახის სტუმართმოყვარეობა საქვეყნოდ იყო განთქმული. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უწევდა, უპირველეს ყოვლისა, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა "წარსულში დამსახურებისთვის" მალევე გაათავისუფლეს. 1838 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842-1843 წლებში ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. რთული სამხედრო სამსახურის მიუხედავად, ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსის წერისთვისაც იცლიდა. ის ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად მიიჩნევს. მის ლირიკაში ხშირია აწმყოზე სამდურავი, წარსულზე დარდი და მომავლისადმი უიმედობა, ასევე დიდი ადგილი უჭირავს სატრფიალო ლირიკასაც. ალექსანდრე ჭავჭავაძე დაკრძალულია კახეთში, შუამთის მონასტერში და საფლავის ქვაზე წაწერილია: "მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.