Jump to content
Planeta.Ge

აკაკი ჭანტურია (1881-1941)


Recommended Posts

აკაკი ჭანტურია (1881-1941)

 

http://s52.radikal.ru/i137/0812/8d/0efe50603aba.jpg

 

მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი.

 

დაწყებითი განათლება აკაკიმ ახალსენაკის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შეეძლო, თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩარიცხულიყო, მაგრამ მას სხვა მიზნები ჰქონდა - უცხოეთში წასვლაზე ოცნებობდა. მალევე ბათუმში გადავიდა და როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იქვე შეუდგა ინგლისური ენის სწავლას. იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში წასასვლელი ფული მოეგროვებინა, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებოდა.

 

აკაკი ჭანტურია ინგლისში 1904 წელს გაემგზავრა და ერთ ოჯახში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და უნივერსიტეტში გეოლოგირ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება, მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებსა და ტრადიციულ შემოქმედებით დათვალიერებებში.

 

1912 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა. მან სამეგრელოში დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა შეაგროვა, დაახარისხა და მამაპაპეული ოდის დიდ დარბაზში სანიმუშო გამოფენა მოაწყო. ამავე თემას უძღვნა საკვალიფიკაციო ნაშრომი "საქართველოს გეოლოგია", რომელიც 1919 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოიცა.

 

1913 წლის ბოლოს აკაკი ჭანტურია კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. სწავლობდა ლონდონის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯსა და სამხატვრო კოლეჯში, იქვე მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო წოდებაც.

 

1919 წელს აკაკი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ბარრეტის კოლეჯში სწავლობდა. ამერიკაში დარჩა 4 წელი. ინგლისში დაბრუნებულმა ცოლად შეირთო ლონდონელი ქალი ქეით უოლტერ ბოლი.

 

1920 წელს აკაკი მეუღლესთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში დასახლდა. მეუღლეს შეასწავლა ქართული და მეგრული. იგი ხშირად დადიოდა თბილისში, ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, მუშაობდა მუზეუმებში, არქივებსა და წიგნთსაცავებში. ჯერ თბილისის უნივერსიტეტში სამსახური, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან სხვა მიზანი - მუზეუმის დაარსება - ჰქონდა.

 

ამი მიზნის მისაღწევად აკაკის ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.

 

მუზეუმი, რომელსაც "სამეგრელოს მუზეუმი" ეწოდა, 1921 წლის 1 მაისს გაიხსნა. დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაში - პრინც მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთების მიღება აკაკის მთელ ეპოპეად ექცა - მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს ურმებით ეზიდებოდა.

 

1937 წლიდან დაიწყო აკაკი ჭანტურიას აშკარა დევნა. 1940 წლის 23 ივლისს დადიანების სასახლში აკაკი ჭანტურიას ეპოქა დასრულდა. მეცნიერმა სიძველეთსაცავი სამუდამოდ დატოვა, რის გამოც საგანძური გაიძარცვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...