Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ჭანტურია (1959-1994)


Recommended Posts

გიორგი ჭანტურია (1959-1994)

 

http://s57.radikal.ru/i157/0812/ff/e5025cbb1a3a.jpg

 

1979 წელს გიორგი ჭანტურია პირველად დააპატიმრეს დისიდენტური საქმიანობისთვის. 1981 წლიდან იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა, მაგრამ 1983 წელს ისევ დააპატიმრეს ანტი-საბჭოთა გამოცემების გავრცელებისთვის. გათავისუფლების შემდეგ, 80-იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების შექმნაში, რომელსაც მალევე გამოეთიშა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით კვლავ დააპატიმრეს.

 

1990 წლიდან გიორგი ჭანტურიასა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა დაიძაბა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჭანტურიას აზრით, ეროვნული მოძრაობის უპირველესი ამოცანა დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა იყოს. 1991 წელს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდგომ ედპ-ის ლიდერის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახდა, ის აქტიურად ჩაერთო მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში და გამსახურდიას გადაყენება ედპ-ის მთავარ ლოზუნგად აქცია.

 

1991 წელს ჭანტურია კვლავ დააკავეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. გათავისუფლებისთანავე გიორგი ჭანტურიამ კვლავ გაააქტიურა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები.

 

1991-92 წლების გადატრიალების შემდეგ ჭანტურია ახალი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, მიმართ ზომიერად ოპოზიციურად იყო განწყობილი, თუმცა მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევიდა, მისი დამოკიდებულება შევარდნაძის მთავრობისადმი გამწვავდა.

 

1994 წელს ჭანტურიას ავტომობილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. გიორგი ჭანტურიას მეუღლე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, მძიმედ დაიჭრა, თავად ედპ-ის ლიდერი კი - ადგილზე გარდაიცვალა.

 

გიორგი ჭანტურია დაკრძალულია ქაშუეთის ეკლესიის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...