მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 გიორგი ჭყონდიდელი (XI-XII) http://s41.radikal.ru/i094/0812/25/4d491e0ceaa1.jpg მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, პირველი ვეზირი დავით აღმაშენებლის სამეფო კარზე. დავითის მეფედ კურთხევის შემდეგ მისი პირველი მრჩველი და მესაიდუმლე სწორედ გიორგი ჭყონდიდელი იყო. ჯერ კიდევ დავითის გამეფებამდე ის იყო უფლისწულის ერთ-ერთი მასწავლებელი. დავითის ისტორიკოსი ასე ახასიათებს მას: "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა და სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა... სვიანი და ფრთხილი". რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრებაზე გატარებული ღონისძიებების შემდეგ საჭირო გახდა გადამჭრელი ზომების მიღება, რათა ეკლესია საბოლოოდ დამორჩილეობდა მეფის ხელისუფლებას. ამისათვის კი აუცილებელი იყო ყველაზე გავლენიანი საეკლესიო პირის სახელმწიფო მმართველობაში მოყვანა ან რომელიმე უხუცესისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობის მინდობა. ამიტომ აღმაშენებელმა თანამდებობები: მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი გააერთიანა. მეფის ამ ნაბიჯს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მეფის ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი, ამავე დროს, საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის - ჭყონდიდელობის მფლობელიც გახდა. ამ ტიტულის პირველი მფლობელი გახდა გიორგი ბერი - რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ყველაზე აქტიური მონაწილე. შემდგომ დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა აფხაზეთში და ალავერდის კახეთში. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი არ ყოფილა სამხედრო ხელისუფალი, მაგრამ მის განსაგებელთა შორის სამხედრო საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ლაშქრობები და ლაშქრის ორგანიზაციის საკითხები მის გარეშე არ წყდებოდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ საქართველოს სამეფოს მუდმივი ლაშქრის შექმნის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმის გადაწყვეტილების მიზნით, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელს თან ახლდა ოსეთსა და ყივჩაღეთში. "ხელმწიფის კარის გარიგება" გვამცნობს, რომ იგი "ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების". ჟამთააღმწერლის დამოწმებით კი, "სამეფოსა და სახლის განგებაც" მისი მოვალეობაა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი "სააჯო კარსაც" ედგა სათავეში და სახელმწიფოში მართლმსაჯულებას განაგებდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.