მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 გრიგოლ ხანძთელი (759-862) http://s39.radikal.ru/i086/0812/71/305a83940456.jpg პოეტი, მწიგნობარი, მოაზროვნე, საეკლესიო მოღვაწე, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ფუძემდებელი. დაიბადა 759 წელს წარჩინებულ დიდგვაროვანთა ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისთავის, ნერსეს კარზე. მიიღო საფუძვლიანი განათლება, გაიწაფა ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში. მე-8 საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს თანამოაზრეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში ჩავიდა და საერო პირთა დახმარებით (აშოტ კურაპალტის, ბაგრატ კურაპალატის, გაბრიელ დაფანჩულისა და სხვათა) სამონასტრო მშენებლობას შეუდგა. მისი თაოსნობით აშენდა 4 მონასტერი კლარჯეთში (ხანძთა, შატბერდი, გუნათლე, მერე) და ერთიც დასავლეთ საქართველოში - უბე. გრიგოლ ხანძთელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მხარში ედგა საქართველოს გაერთიანების დიდ საქმეს. გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურული მემკვიდრეობა სრულად არ არის გამოვლინებული. პ. ინგოროყვას ვარაუდით, გიორგი მერჩულეს ხელთ ჰქონდა გრიგოლ ხანძთელის თხზულებანი. მათ შორის ევქოლოგიური კრებული, რომელშიც შეტანილი ყოფილა "სავედრებელნი". მისივე მოსაზრებით, გრიგოლ ხანძთელს უნდა ეკუთვნოდეს "ქებაი კლარჯეთის უდაბნოთაი", რომელიც გიორგი მერჩულეს თხზულების მიხედვით, გრიგოლს წარმოუთქვამს აფხაზეთში დემეტრე მეფის წინაშე. გიორგი მერჩულეს ცნობით, ხანძთის მონასტერში მისი მოღვაწეობის დროს დაცული იყო გრიგოლ ხანძთელის ხელით დაწერილი "საწელიწდო იადგარი" - გალობათა სრული კრებული. პ. ინგოროყვას მიაჩნია, რომ ამ "საწელიწდო იადგარის" ავტორი იყო თავად გრიგოლ ხანძთელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრიგოლ ხანძთელს საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი მონასტრისათვის შეუდგენია ქტიტორული ტიპიკონი. ამ ძეგლს, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. გარდაიცვალა გრიგოლ ხანძთელი 862 წელს, 102 წლის ასაკში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.