Jump to content
Planeta.Ge

ევგენი ხარაძე (1907-2001)


Recommended Posts

ევგენი ხარაძე (1907-2001)

 

http://s61.radikal.ru/i173/0812/eb/20aa988e5f42.jpg

 

ასტრონომი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. თბილისის საპატიო მოქალაქე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. იყო საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, 1939-98 წლებში - უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959-65 წლებში კი უნივერსიტეტის რექტორი. ევგენი ხარაძის სახელს უკავშირდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის დაარსება. ხარაძე თავადვე ხელმძღვანელობდა ობსერვატორიას.

 

ხარაძის შრომები ძირითადად ეძღვნება გალაქტიკის აგებულებას, არის მრავალი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი. სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთის სამეცნიეროჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო ასტრონომთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი და ასტრონომიული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

 

2001 წელს ხარაძის სახელი მიანიჭეს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას.

 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...