Jump to content
Planeta.Ge

იპოლიტე ხვიჩია (1910-1985)


Recommended Posts

იპოლიტე ხვიჩია (1910-1985)

 

http://s39.radikal.ru/i085/0812/7e/bdc4919c5a60.jpg

 

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

 

1932-36 წლებში იყო ხონისა და მარტვილის რაიონული თეატრების მსახიობი, ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს. 1961 წელს გადმოვიდა თბილისში და 1966 წლამდე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა. 1956 წლიდან იღებდნენ კინოში: ალმასხანი ("საბუდარელი ჭაბუკი"), იპოლიტე ("მანანა"), მელიტონი ("თოჯინები იცინიან"), სანდრო ("არ დაიდარდო"), ბონდო დოლაბერიძე ("ფეოლა") და სხვ.

 

გამოდიოდა ესტრადაზეც. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრივი იუმორით, იყო მაყურებლის სიყვარულით განებივრებული არტისტი. გამოირჩეოდა ხალასი იუმორით, სხარტი სიტყვა-პასუხით. ხშირად საზოგადოებაში მისი გამოჩენაც კი საკმარისი იყო, რომ ხალხს მხიარული განწყობა დაუფლებოდა, ამას კი არა არტისტიზმით, არამედ საკუთარი ბუნების წყალობით აღწევდა.

 

დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

 

http://i014.radikal.ru/0812/d0/acd40aaa115c.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...