Jump to content
Planeta.Ge

აკაკი ხორავა (1895-1972)


Recommended Posts

აკაკი ხორავა (1895-1972)

 

http://s61.radikal.ru/i171/0812/c7/db8d07621b1c.jpg

 

მსახიობი და პედაგოგი. ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი.

 

1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში.

 

პროფესიულ სცენაზე პირველად 1923 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა. 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 წლებში კი - დირექტორი.

 

ხორავა თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატი იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა. რუსთაველის თეატრის სცენაზე მის მიერ განსახიერებული ოტელოს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლებოდა. ხორავა იყო გმირულ-რომანტიკული პლანის, დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, ტემპერამენტით, ხმით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასახვის ოსტატობით.

 

1924 წლიდან იღებდნენ კინოში. განასახიერა გიორგი სააკაძე ამავე სახელწოდების ფილმში, გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ") და სხვა.

 

ხორავა ჩართული იყო საზოგადოებრივ მოღვაწეობაშიც. იყო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და შემდგომ მისი დირექტორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს თეატრალური საზოგადოების დაარსებაც.

 

იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ხუთგზის ლაურეატი.

 

1972 წელს ხორავას სახელი ეწოდა თბილისში მსახიობის სახლს.

 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...