Jump to content
Planeta.Ge

ფატი ხუნდაძე (1895-1978)


Recommended Posts

ფატი ხუნდაძე (1895-1978)

 

http://s40.radikal.ru/i089/0812/e6/9f69a4434c17.jpg

 

მეცნიერი-ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

 

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1915-1918 წლებში მუშაობდა პედაგოგად. 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნეს გერმანიაში, სადაც 1924 წელს დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წელს ხუნდაძე საქართველოში დაბრუნდა.

 

მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.

 

დ. უზნაძესთან ერთად ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარებისა და ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.

 

გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...