მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 დავით ჯავრიშვილი (1894-1971) http://s56.radikal.ru/i152/0812/53/b008cffc9931.jpg ბალეტმეისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი. მოღვაწეობა დაიწყო როგორც სპორტსმენმა. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის აღორძინების მიზნით თბილისში დააარსა პირველი სპორტული საზოგადოება "ამირანი". იყო სპორტული საზოგადოება "შევარდენის" წევრი. 1926-31 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბათუმის ქორეოგრაფიულ სტუდიას. მასობრივ სპორტულ დადგმებში ფართოდ იყენებდა ქორეოგრაფიულ ელემენტებს. 1932 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. 1933-53 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი. დადგა ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის", "დაისის", "ლატავრას", რუბინშტეინის "დემონის" და სხვა ოპერების ცეკვები. ასევე დიდი წარმატებით მოღვაწეობდა მოსკოვის, ხარკოვის, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში. 1934-51 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიას, რომელსაც 1935 წელს შეუერთდა მ. პერინის საბალეტო სკოლაც. გარდა ამისა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს ასწავლიდა სასცენო მოძრაობას. 1953 წლიდან იყო საქართველოს ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი. ჯავრიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში. მისი საუკეთესო ნიმუშების შეკრებასა და შესწავლაში. მის ანსამბლში დადგმულ ცეკვებში ("ნაბდური", "სვანური ფერხული", "შინავორგილი", "დავლური", "მირზაია", "ხანჯლური") ჯავრიშვილმა აღადგინა ქართული ცეკვების მივიწყებული მოძრაობები, ილეთები და შეძლებისდაგვარად დაუახლოვა ისინი პირველწყაროს. ავტორია ფუნდამენტური შრომებისა ქართული ქორეოგრაფიის დარგში: "ქართული ხალხური ცეკვები", "ქართული ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.