მდა Posted December 3, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2008 სიმონ ჯანაშია (1900-1947) http://s40.radikal.ru/i087/0812/cc/d04c36746265.jpg ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა ქართულის მასწავლებლის, ეთნოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ჯანაშიას ოჯახში. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და ივანე ჯავახიშვილის წარდგინებით უნივერსიტეტში დარჩა საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1924 წლიდან ეწოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. აირჩიეს ჯერ დოცენტად, შემდგომ-უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად. 1940-იან წლებში ჯანაშია მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი იყო. 1941 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელთაგანი, 1941-47 წლებში ამ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1943 წლიდან სიკვდილამდე იყო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი იყო. უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის პრობლემებს. მის შრომებში სრულიად ახლებურად არის გაშუქებული ქართველთა ეთნოგენეზისის, კლასებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ფეოდალიზმის გენეზისის საკითხები. მან პირველმა გამოჰყო საქართველოს ისტორიაში პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და სხვ. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.