მდა Posted December 2, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2008 უჩა (ილია) ჯაფარიძე (1906-1988) http://i036.radikal.ru/0812/70/f8e566a59f82.jpg ფერმწერი. საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახალხო მხატვარი. ონის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უჩა ჯაფარიძე გაემგზავრა თბილისში, სადაც 1922-1924 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში. 1924 წელს იგი გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ დავით კაკაბაძე, იოსებ შარლემანი, ლადო გუდიაშვილი და ევგენი ლანსერე. სამწუხაროდ, 1925 წელს მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა მიეტოვებინა სამხატვრო აკადემია და სოფელში, საკუთარ ოჯახში დაბრუნებულიყო. სწავლის გაგრძელება მან მხოლოდ 1928 წელს შეძლო. 1931 წელს, აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, უჩა ჯაფარიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც. მან რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოწყობილ ექსპედიციებში, რამაც შესაძლებლობა მისცა თავისი შემოქმედებისათვის მდიდარი მასალა მოეგროვებინა. 1933 წელს უჩა ჯაფარიძე მოსკოვში გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში, ამასთანავე სწავლას განაგრძობდა რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით. 1936 წელს დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს პროფესორის წოდება მიიღო. 1942-1948 წლებში იგი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი. უჩა ჯაფარიძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. მხატვარმა შექმნა მრავალი საინტერესო ნამუშევარი, რომლებმაც შესამჩნევი კვალი დატოვეს იმდროინდელი ქართული კულტურის განვითარების საქმეში. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება გამოირჩევა დარგობრივი მრავალფეროვნებით (ჟანრი, პორტრეტი, კედლის მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციები). პორტრეტების მთელი სერია მიუძღვნა გამოჩენილი პიროვნებების მხატვრული სახეების შექმნას: დავით აღამაშენებელის, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ბესიკის, დავით გურამიშვილის, აკაკის, ილიას, ვაჟას და სხვა. შექმნა რაჭის სოფლის ცხოვრების ამსახველი ნამუშევრები, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები, კერძოდ "ვეფხისტყაოსნისა" და "კაკო ყაჩაღის" ილუსტრაციები. მისი ტილოები დაცული და ექსპონირებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს მრავალ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.