მდა Posted December 2, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2008 მედეა ჯაფარიძე (1923-1994) http://i007.radikal.ru/0812/da/34c9076c7bb9.jpg კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1942 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. პარალელურად გაიარა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გიორგი ტოვსტონოგოვის სტუდიის კურსი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სტუდიაში. იგი ბრწყინვალე აქტიორული ოსტატობით ქმნიდა როგორც სახასიათო, კომედიურ, ასევე ლირიკულ და დრამატულ როლებს. მედეა ჯაფარიძე გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით და შინაგანი მომხიბვლელობით, უშუალობით, გულწრფელობით. მისი საოცარი სილამაზე და სინაზე ხიბლავდა ყველას. როცა "მხატის" სტუდიაში თავისუფალ მსმენელად მიიღეს, რაც იმხანად დაუშვებელი იყო, დირექტორს უსაყვედურეს, მან კი ასეთი პასუხი გასცა, თქვენ როგორ მოიქცეოდით ანგელოზი რომ გამოგცხადებოდათო? "დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიც არის მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე" - წერდა იტალიელი მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა. მედეა ჯაფარიძემ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე მრავალი ღირშესანიშნავი სახე შექმნა, დაუვიწყარია მისი კინოროლებიც: თინათინი ("გიორგი სააკაძე"), ქეთო ("ქეთო და კოტე"), ელიკო ("წარსული ზაფხული"), ეკა ("მზე შემოდგომისა") და სხვ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.