Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ ჯობაძე (1917-2007)


Recommended Posts

ვახტანგ ჯობაძე (1917-2007)

 

http://s50.radikal.ru/i128/0812/7f/d7c5740bca33.jpg

 

ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი. მოღვაწეობდა ემიგრაციაში. ასე რომ, იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლერჯეთის ძეგლები. ის არის ავტორი მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ენებზეც. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981).

 

ვახტანგ ჯობაძემ უდიდესი შრომა გასწია საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ქართული არქიტექტურული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების შესწავლასა და პოპულარიზაციისათვის. ის მოღვაწეობდა გერმანიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თანამშრომლობდა ჰარვარდისა და იუტას უნივერსიტეტებთან. ბოლოს კი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს.

 

ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა 2007 წლის 10 თებერვალს კარლსბადში, მისი ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს. 2007 წლის 29-30 მარტს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვახტანგ ჯობაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და მისი წიგნის "ადრეული შუასაუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში" პრეზენტაცია და ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...