newstudio Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 16 მაისს სენაკის ცენტრალურ მოედანზე დევნილების მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება.კონცერტის ორგანიზატორები არიან „კოალიცია სამართლიანობა“ და Altervision Group-ი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოფო ხალვაში, ABC, Ketrine and me, და დიტო ლაგვილავა. მსგავსი კონცერტი 22 მაისს ქუთაისშიც იგეგმება. 25-27 მაისს, კი საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა, მათ შორის იქნებიან მსოფლიოს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: MC Solaar, Youssou N'Dour, Maia.K, Jane Birkin, da Christophe Mae და, ასევე, საზოგადო მოღვაწეები, საფრანგეთის მერიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისთვის“ და ორი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის მოწვევით ჩამოდიან.ორგანიზატორების თქმით, ამ კონცერტის მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელის ზუგდიდის ცენტრში გაიმართება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ეს უკვე იდიოტიზმიც აღარაა.... არ ჯობდა ამხელა ფულით დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები გაეუმჯებესებიათ??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 MC Solaar - ფრანგი რეპერიYoussou N'Dour, Maia.K - სენეგალელი მომღერალი Jane Birkin, da Christophe Mae - ფრანგი მომღერლები იცით რა გამახსენდა?მიშას და რურუას საუბარი ტელეფონით, პარიზში ბრძანდებოდა მაშინ რურუა"ესენი გააჩალიჩა"? და ეს ფრანგული NGO-ბი კიდე ოფიციალური სტუმრები ვინ იქნებიან, ჯერ არ გამოუქვეყნებიათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 kisa სტივ ვანდერიც ჩამოჰყავთ, ნუ ნერვიულობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 asesino_141 სტივ ვანდერიც ჩამოჰყავთ, ნუ ნერვიულობ.და ეს რამდენიმე მილიონი ალბათ, რაც დაიხარჯება... დევნილებისთვის რომ დახარჯულიყო, ვერა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ყველაფერთან ერთად გემოვნებაც რო არა აქვთ Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni maneKhamouma li neka thi sama souf ak thi guinawBeugouma kouma khol oaldine yaw li neka si yawmo ne si man, li ne si mane moye dilene diapale It's not a second7 seconds awayJust as long as I stayI'll be waitingIt's not a second7 seconds awayJust as long as I stayI'll be waitingI'll be waitingI'll be waiting J'assume les raisons qui nous poussent de changer tout,J'aimerais qu'on oublie leur couleur pour qu'ils esperentBeaucoup de sentiments de race qui font qu'ils desesperentJe veux les portes grandements ouvertes,Des amis pour parler de leur peine, de leur joiePour qu'ils leur filent des infos qui ne divisent pas :D ეს იუსუ ნდურის ყველაზე ცნობილი ჰიტის 7 seconds ტექსტია. ერთ სიმღერაში სამ ენაზე მღერის. აფრიკელი ავლაბრელი სომეხია ფაქტიურად რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისთვის“ და ორი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის მოწვევით ჩამოდიანარასამთავრობო ორგანიზაციებს რატომ ავალდებულებ დევნილების დახმარებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Saturn არასამთავრობო ორგანიზაციებს რატომ ავალდებულებ დევნილების დახმარებას?ეს კონცერტები მაგათი ინიციატივაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ეს კონცერტები მაგათი ინიციატივაა?მე არ ვიცი. შენ გიწერია ასე იმ ინფორმაციაში რომელიც დადე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 asesino_141 სტივ ვანდერიც ჩამოჰყავთ, ნუ ნერვიულობ.გასაგებია, მაგრამპრიორიტეტი რა არის ჩვენთვის დღეს?მომღერლებში ვიხადოთ მილიონები თუ დევნილები დავასახლოთ და დავაპუროთ?არ გეცოდებიან შენი ახლობლები იმ :გეტოში" რომ არიან გამოკეტილები ტრასაზე?მიტოვებულ სოფლებში კაპიკებათ იყიდება კარმიდამოები - ეყიდათ მათთვის, საკუთარ თავსაც დააპურებდნენ და ჩვენც მოგვაწვდიდნენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსარა, ფული ზანგების მომღერლებს გადავუხადოთ და თვითმფრინავებით ეგვიპტეს ხახვი და ნიორი ჩამოვიტანოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა დევი ოვაშვილმა სარემონტო სამუშაოებისთვის გასული წლის განმავლობაში მილიონი ევრო დახარჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დევი ოვაშვილმა განუმარტა, აღნიშნული თანხა დაიხარჯა როგორც მისი და მისი ნათესავების ბინების გარემონტებაში, ისე ახალგორიდან დევნილი ოჯახების სახლების რემონტში. დეპუტატს, მიუხედავად დევნილებისა და ნათესავების საცხოვრებლების გარემონტებისა, დეპოზიტზე ნახევარ მილიონ ევროზე მეტი კიდევ აქვს, ნაღდი ფული კი დეკლარაციის შევსებისას, მხოლოდ 20 ათასი ლარი ჰქონდა. ამას გარდა, ოვაშვილს მილიონ ნახევარ დოლარზე მეტი სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე გასესხებულიც აქვს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2010 სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, ყოფილი ბანაკის საერთო საცხოვრებლებში დევნილების 8 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ისინი გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრის რაიონებიდან და სოხუმიდან, სიღნაღში 1993 წელს ჩამოასახლეს. „შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სახურავი დაზიანებულია და წვიმის დროს ოთახებში იმდენი წყალი ჩამოდის, გუბეები დგება ხოლმე. სინესტისგან კედლები იშლება და გვეშინია შენობა არ ჩამოინგრეს და შიგ არ მოვყვეთ, მაგრამ, წასასვლელი არსად გვაქვს და იძულებულები ვართ აქ დავრჩეთ“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლალი ყურაშვილი. „წყალი ჩვენ არ გვაქვს, გაზი არ არის, ელექტროენერგიის მავთულები ღიად ყრია, ოთახს ფანჯარა არ აქვს ნორმალური და კარი. აუტანელ პირობებში გვიწევს ყოფნა, მაგრამ ვერაფერს ვცვლით. სახელმწიფოსგან დახმარებას ვიღებთ, სულზე 22 ლარს. ეს თანხა კვებისთვისაც არ გვყოფნის. არცერთი ჩვენგანი არ არის დასაქმებული. დღიური სამუშაო თუ იქნება სადმე, იქ დავდივართ და არსებობას ძლივს ვახერხებთ“, - აღნიშნავს მარიამ ხარშილავა. დევნილების თქმით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან იყო შეთავაზება საცხოვრებლად საგარეჯოში, რეაბილიტირებულ შენობაში გადასულიყვნენ, რაზედაც თანხმობა განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, იქ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შიდა ქართლიდან დევნილები შეასახლეს და ადგილი აღარ დარჩა. http://ick.ge/ka/photogalleries/2335-2010-08-09-06-47-21.html ამ ლინკზე სურატებსაც ნახავთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2010 კონცერტის ორგანიზატორები არიან „კოალიცია სამართლიანობაამ ორღანიზაციის დამფუძნებელი როგორც მახსოვს მშვენიერი ქალბატონი ვერიკოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted August 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2010 (edited) http://www.youtube.com/watch?v=dxTFdkdkAtw ვივა ლა რევოლუსიონ Edited August 9, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted August 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2010 ამ კონცერტის მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იძეალისტები არიან როგორი ნაირ ნაირ ფერადი და ჭრელია ეს ცხოვრება :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2010 newstudio„კოალიცია სამართლიანობა“შემთხვევით ეს ვერიკოს ენჯეო ხომ არაა?! რაცხა მასეთ სახელიანი არ ქონდა მინისტრობამდე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.