Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ევროკავშირი-რუსეთი - სტრატეგიული კავშირი


Recommended Posts

მოკლედ მეგობრებო მინდა ერთხელ და სობოლოოდ გაიგოს ყველამ, ვისაც გაგება შეუძლია, რომ არ არსებობს არანაირი დაპირისპირება რუსეთსა და აშშ-ს შორის. არ არსებობს არანაირი დაპირისპირება რუსეთსა და ევროკავშირს შორის. არ არსებობს არანაირი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთის სამყაროს შორის და არ არსებობს არანაირი ორი, სამი ან ოთხი რუსეთი!

 

მინდა ყველამ გაიგოს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია გახდა ვაშინგტონისა და ლონდონის დომინირების პირობებში არსებული "დასავლური სამყაროს" (არაექსკლუზიურად, მაგრამ ძირითადად ქრისტიანული სამყარო) კონტროლირებადი და სრულუფლებიანი წევრი!

 

მინდა ყველამ გაიგოს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული გეოპოლიტიკის უკან დგას "დასავლეთის სამყაროს" ღია და ფარული ინტერესები!

 

მინდა ყველამ გაიგოს, რომ საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიასთან (ისევე როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონებთან) მიმართებაში, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკა, "დასავეთის სამყაროს" გეოპოლიტიკური მიზნებისა და ინტერესებისამებრ არის შეთანხმებული და ქვეყნებს შორის არსებული კონკურენციის მიუხედავად, არ ეფუძნება ექსკლუზიურად ვაშინგტონის, ბრიუსელის ან მოსკოვის სუვერენულ ნებას!

 

მინდა ყველამ გაიგოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთი ხაზი და ის დასავლეთსა და აღმოსავლეთს (ჩინეთი-ისლამური სამყარო) შორის გადის!

 

მინდა ყველამ გაიგოს, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემა და მტერი არის არა რუსეთი, აშშ ან ევროკავშირი, არამედ საქართველოს მოსახლეობა, ქართული საზოგადოების უგუნურებამდე დაუკრეფავში გადასული ამპარტავნობა, ინფანტილურობა, დაბალი განათლებისა და კულტურის დონე!

 

 

 

P.s. ამ თემას იმიტომ ვხსნი, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის დამღუპველად მიმაჩნია საზოგადოებაში გაბატონებული და პრიმიტივიზმის შედევრად ქცეული კონცეფცია, რომ თურმე "ამერიკა ჩვენი მეგობარია, რუსეთი ჩვენი მტერი, ევროპა ბებერი ბოზი".

 

სწორედ ამ ტიპის პრიმიტიული აზროვნების შედეგია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებითა და ცხოვრების დონით უკმაყოფილო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დღეს პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციისკენ ამჟღავნებს სიმპატიებს და ვერ აცნობიერებს, რომ მრიცხველთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ავტომატურად არც რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება მოუტანს საქართველოს მშვიდობიან განვითარებასა და ეკონომიკურ აღმავლობას.

 

და ბოლოს.

 

მინდა ყველამ გაიგოს, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ვიდრე საზოგადოება არ გააცნობიერებს, რომ თავად არის საკუთარი თავისა და ქვეყნის ძირითადი პრობლემა, ვერც ვერანაირ განვითარებას სახელმწიფო ვერ შეძლებს ..

 

 

 

გავხდეთ უკეთესი ადამიანები, რომ უკეთესი გახდეს ქვეყანა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

dire

მანდეთ მიდის რა რეალურად...

რამდენად მივა არ ვიცი ოღონდ

მივიდა უკვე ...

 

 

 

http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაგას ვამბობ და ვფიქრობ კარგა ხანია. ელცინის მმართველობის ბოლოს იმდენად იყო ამერიკის და დასავლეთის გავლენა რუეთის მმართველობაში, რომ გამორიცხულია მაგათი თანხმობის გარეშე მანდ ვინმე მოსულიყო ხელისუფლებაში. თან ვისაც გახსოვთ, როგორი ელვისებური ნახტომით და ფაქტიურად, რასაც ქვია, ყურით შეათრიეს ფაქტიურად სრული არარაობა პუტინი (პეტერბურგში იყო ქალაქკომის უფროსის - სობჩაკის მოადგილე) ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ეს არც უნდა გაუკვირდეს.

 

ფაქტიურად ელცინს მემკვიდრედ დაატოვებინეს, მაშინ, როცა მასზე გაცილებით გავლენიანი ხალხი ტრიალებდა კრემლში.

 

ასე, რომ პუტინი და მთელი მისი პოლიტიკა, ჩემის აზრით, სწორედ რომ ამ "დასავლეთის" პროდუქტია, შეიძლება ოდნავ მერე სახენაცვალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

მეც მაგას ვამბობ და ვფიქრობ კარგა ხანია. ელცინის მმართველობის ბოლოს იმდენად იყო ამერიკის და დასავლეთის გავლენა რუეთის მმართველობაში, რომ გამორიცხულია მაგათი თანხმობის გარეშე მანდ ვინმე მოსულიყო ხელისუფლებაში. თან ვისაც გახსოვთ, როგორი ელვისებური ნახტომით და ფაქტიურად, რასაც ქვია, ყურით შეათრიეს ფაქტიურად სრული არარაობა პუტინი (პეტერბურგში იყო ქალაქკომის უფროსის - სობჩაკის მოადგილე) ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ეს არც უნდა გაუკვირდეს.

 

ფაქტიურად ელცინს მემკვიდრედ დაატოვებინეს, მაშინ, როცა მასზე გაცილებით გავლენიანი ხალხი ტრიალებდა კრემლში.

 

ასე, რომ პუტინი და მთელი მისი პოლიტიკა, ჩემის აზრით, სწორედ რომ ამ "დასავლეთის" პროდუქტია, შეიძლება ოდნავ მერე სახენაცვალი.

ეგრეა ეგ ამბავი ... ლანგარზე მიართვა ელცინმა პუტნს მმართველობა. პუტინი კი ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ მისი გერმანიაში კაგებეშნიკობის დროიდან დასავლეთის (აშშ-ის CIA ან ბრიტანეთის MI-6) სპეც სამსახურების მიერ დავერბოვკებული მასტია ..

 

 

----------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------

 

ეს პატარა პუბკიკაციაც ამ თემას ეხება და იყოს აქაც ...

 

 

 

http://itngeorgia.wordpress.com/2010/02/16...83%9d%e1%83%a0/

16/02/2010

დიდი გეოპოლიტიკური აფიორა

 

 

ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ხელისუფლება და რუსული მედია აქტიურად ცდილობს რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის რამდენიმე სეგმენტის (რადიოლოკაციური სადგური, გზაგადამჭრელი რაკეტები) განთავსების შესახებ ინფორმაციის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვას .. როგორც ჩანს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თითქოს არსებულ მითოლოგიურ დაპირისპირებას საწვავი შემოაკლდა და კრემლმა და თეთრმა სახლმა რეაგირება არ დააყოვნეს ..

 

ვსაუბრობ იმაზე, რომ მე პირადად დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არანაირი დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არ არსებობს. ანუ არ არსებობს რეალური კონფლიქტი ორ “ზესახელმწიფოს” შორის და არ არსებობს კონფლიქტი ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის .. თუ რამე ნამდვილად არსებობს, ეს მხოლოდ დასავლეთის (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და მასთან დაახლოებული ქვეყნების) მიერ საკუთარ ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე და მსოფლიო დომინირებაზე (დომინირების შენარჩუნებაზე) გათვლილი გეოპოლიტიკური “თამაშია” (ინტერესი), რომლის წესებსაც ემორჩილება პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი, მათ შორის რუსეთიც .. სიტყვა პრაქტიკულის ხაზგასმა შემთხვევითი არ არის, რადგან თანამედროვე სამყაროში არსებობენ გამონაკლისი ქვეყნები, პირობითად რომ ვთქვა “აბსოლიტური” სუვერენიტეტის ოაზისები, რომელთა ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს პირველ რიგში სწორედ დასავლეთი უქმნის საფრთხეს და რომელთა ნეიტრალიზებაც დასავლეთის ძირითადი ამოცანა იქნება მომდევნო 15-25 წელი ..

 

რათქმაუნდა ვსაუბრობ თანამედროვე “აზიურ ვეფხვზე” (ჩინეთი), რომელიც უკვე დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკას წარმოადგენს და ექსპერტული გათვლებით 2025-2035 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება.

 

 

ჩინეთის თემას ოდნავ მოგვიანებით შევეხები, ამ ეტაპზე კი ვგონებ უმჯობესია რუსეთ ამერიკის ფსევდო დაპირისპირებას დაუბრუნდე და ის არგუმენტები წარმოვადგინო, რომელთა მეშვეობითაც ამ ორ ქვეყანას (და მათ მოკავშირეებს) გლობალურ აფიორაში ვადანაშაულებ …

 

არგუმენტები კი მრავლად დაგროვდა .. დაწყებული რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის გერმანიაში სამსახურის პერიოდით (ვლადიმერ პუტინი კგბ-ს საკმაოდ “წარუმატებელი” ოფიცერი გახლდათ, 1985-90 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სავარაუდოდ სწორედ იქ მოხდა მისი “ვერბოვკა” დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ, რასაც თავის მხრივ მოყვა ამ სპეც-სამსახურების (CIA-MI-6 ) ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით პუტინის ეტაპობრივი დაწინაურება რუსეთის პოლიტიკურ იერარქიაში, პრეზიდენტის თანამდებობამდე) და დამთავრებული რუსეთ ამერიკას შორის ირანის წინააღმდეგ გადადგმული ბოლო დროინდელი ერთობლივი ნაბიჯებით .. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად ..

 

მოკლედ რაც თავი მახსოვს მუდმივად რუსეთსა (დასავლეთში საბჭოთა კავშირსაც რუსეთად მოიხსენიებდნენ და დღესაც იგივეს აკეთებენ პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში) და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაზეა საუბრი, გნებავთ საზოგადოებაში, გნებავთ მედიასივრცეში და გნებავთ პოლიტიკურ წრეებში.. ეს საუბრები იმდენად მომაბეზრებელია, რომ რამდენიმე თვეა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბოლო 20 წლიანი ურთიერთობების ისტორიას, შინაარსსა და რაობას გადავხედე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ დაპირისპირება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაპირისპირების იმიტაცია, რომელიც პერიოდულად საკმაოდ მწვავე ხასიათს ატარებს, თუმცა არასდროს გადადის დასავლეთისთვის, კერძოდ კი ვაშინგტონისთვისა და ლონდინისთვის სახიფათო ფაზაში ..

 

როგორ ან რატომ?

 

მოგახსენებთ ………..

 

მოდი 90-იანი წლებით დავწყოთ, ანუ რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდით ..

 

ალბათ არავისთვის საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ელცინის დროინდელი რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კოლაპსს აშშ-ის (დასავლეთის) დახმარებით გადაურჩა .. ვაშინგტონმა და ზოგადად დასავლეთმა პირდაპირი და ირიბი ფინანსური დახმარებებისა და ინვესტიციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკას რეანიმირების შესაძლებლობა მისცა, ხოლო რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენის შანსი .. საუბარია ასეულობით მილიარდ დოლარზე, რომელიც რუსეთმა 90-იანი წლებიდან დღემდე მიიღო და ალბათ კიდევ მიიღებს..

 

თითქოს ძნელია იმის დაშვება, რომ დასავლეთმა რუსეთი დაშლას გადაარჩინა, მით უმეტეს, რომ საზოგადოების უმრავლესობა დღემდე აღიქვავს დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ორ დამოუკიდებელ “პოლუსად” .. ჩემი დაკვირვებით იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოების მინიმუმ ერთი ნაწილი თვლის, რომ

ჩეჩნეთისა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკლასიის ტერიტორიაზე მიმდინარე სეპარატისტული მოძრაობა დასავლეთის მიერ იყო იმთავითვე ინსპირირებული და ჩეჩნეთის ომის დროს მეამბოხე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფინანსური ნაკადებისა და ცოცხალი ძალის “იმპორტიც” დასავლეთის სპეც-სამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდებოდა. გარკვეული სიმართლე ამ მოსაზრებაში რათქმაუნდა არის, თუმცა ეს სიმართლე დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია და დასავლეთის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთთან მიმართებაში ინსტალირებული გეოპოლიტიკური მოზაიკის წყობას არანაირად ეწინააღმდეგება … ვგულისმობ იმას, რომ ……..

 

1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ფაქტიურად პირწმინდათ გაძარცვა რუსეთი (სხვა და სხვა მონაცემებით 90-იან წლებში რუსეთიდან დასავლეთის ბაკნებში მინიმუმ 300-500 მილიარდი დოლარი შევიდა), შემდეგ კი ისევ რუსეთიდან მიღებული ფულით მოახდინა დასავლეთმა ამ ქვეყნის (რუსეთის) ეკონომიკის რეანიმირება, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის მოსყიდვა და წამყვან პოზიციებზე საკუთარი გავლენისა და შტატიანი აგენტების ანუ საკუთარი კადრებისა და ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე გათვლილი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი იმპლემენტაცია .. (მაგალითისთვის ალბათ ისიც კმარა რომ დასავლეთმა ელცინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბება, პარლამენტის სრული იგნორირება და რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახლის (თეთრი სახლი) ტანკებით დაცხრილვის ფაქტი დემოკრატიის ზეიმად შერაცფხა. (თავად მართავდა ელცინს დასავლეთი და სხვაგვარ შეფასებას ამ მოვლენებს ალბათ ვერც მისცემდა))

 

2. ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის კოლონიზირებით და ამ კოლოონიის ერთიანობის შენარჩუნებით, მინიმუმ დროში 30-50 წლით გადადო ჩინეთის მიერ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიების შესაძლო მცოცავი ან პირდაპირი ანექსია .. პლუს ამას დასავლეთმა შეინარჩუნა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბუნბრივ რესურსებზე (გაზი, ნავთობი, მადნეული, ქვანახშირი, ხე-ტყე, მტკნარი წყალი და სხვა .. ) ირიბი კონტროლი ..

 

3. ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის წახალისებითა და ფარული მხარდაჭერით “დაასაქმა” ფაქტიურად დაშლის ზღვარზე მყოფი რუსეთის არმია და “ცივი ომის” წაგების ფაქტთან ვერ შეგუებული რუსული გენერალიტეტი, რომელიც რომ არა ჩეჩნეთის ომი ღმერთმა იცის სად და რა ვითარებაში გამოიყენებდა სამხედრო ძალას ..

 

4.

 

5.

 

6.

 

7.

 

8. 2008 წლის აგვისტოს ომი. აშშ-ის მიერ მართულმა სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და კონფლიქტის ზონაში (რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში პასპორტების უკანონოდ გაცემის შედეგად) მცხოვრებ და დისლოცირებულ რუსეთის მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმით, მოსკოვს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის შესაძლებლობა მისცა .. როგორც კი სააკაშვილმა დასმული ამოცანა შეასრულა და რუსეთის საჯარისო ქვედანაყოფები საქართველოს ტეირტორიაზე შემოვიდნენ, ქართულმა არმიამ უწესრიგო უკან დახევა დაიწყო და რუსეთს პრაქტიკულად უბრძოლველად გადააბარა ქვეყნის მეოთხედი .. ოფიციალური თბილისი დღემდე აცხადებს, რომ ომი მოიგო და სულ ცოტა ნაწილობრივ მაინც მართალიც არის, რადგან ვაშინგტონის მიერ მიცემული “საინაო დავალება”, რაც რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევაში გამოიხატებოდა ხუთიანზე შეასრულა .. ეგ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა არც აგვისტოს დღეებში იცოდა და არც დღეს იცის ვგონებ, რომ ვაშინგტონმა საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა და კიდევ არაერთხელ გამოიყენებს ..

 

ვგულისხმობ იმას, რომ თეთრ სახლს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგოდერეფნის მარშრუტის შეცვლა და საქართველოს თამაშიდან გამოთიშვა, რაც ქვეყნის დეზინტეგრაციას ითხოვს და პირველი ეტაპიც აგვისტოს დღეებში განხორციელდა .. ის თუ რაში აწყობს ვაშინგტონს საქართველოს დეზინტეგრაცია სხვა პუბლიკაციებში განვიხილე და დღეს ამ თემას აღარ მიუბრუნდები … ერთს დავამატებ, რომ დღეს არსებული ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით 2010-2011 წლის გაზაფხული- ზაფხულის თვეებში საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყება..

 

9.

 

10.

 

11.

 

გაგრძელება დიდხანს შეიძლება და ვაპირებდი კიდეც, მაგრამ გამგები ვფიქრობ ისედაც გაიგებს და დაინახავს სურათს რომელსაც მე ვხედავ. ისე კი თუ მსოფლიო საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა არ გააცნობიერა, რომ ანგლოსაქსების ფინანსური იმპერია საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მთელი პლანეტის ეტაპობრივ კოლონიზირებას ახდენს და ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს წირავს, ვერც წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს და ვერც გლობალურ მასშტაბში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას შეაფერხებს. დასავლეთის ქვეყნებში უკვე აქვს ადგილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მასიურ შეზღუდვებს, სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი უნივერსალური “ტერორისტული საფრთხის” ლეგენდის მეოხებით, დანარჩენ სამყაროზე რომ არაფერი ვთქვა …

 

ფაქტია დღეს დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა, ჰუმანიტარული იდეების სამსახურის ნაცვლად საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დაწესებას და საკუთარი ინტერესების უხეში ძალით დაცვას ცდილობს. მიზეზი მარტივია, დასავლეთის ფინანსურ პოლიტიკური ელიტა ვერც იმას ახერხებს, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს და ამბიციები დათმოს და ვერც იმას, რომ ჩინეთთან ენერგომატარებლების გამო დაწყებულ “ცივ ომში” თუ არ გაიმარჯვოს, პოზიციები მაინც შეინარჩუნოს .. არადა ყველას ესმის რომ ამ ომში (აშშ-დასავლეთი VS ჩინეთი-აღმოსავლეთი) ყაიმი არ იქნება …

 

იტოგში კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას ან დაიწეროს, მაგრამ ამ თემით რისი თქმაც მინდოდა ის ვთქვი და დანარჩენზე სხვა დროს მოგახსენებთ ..

 

რუსეთი და ამერიკა მტრები არ არიან და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაზე აგებული ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია მცდარია და ასე იქნება ვიდრე დასავლეთი და რუსეთი “ჩინეთის საფრთხეს” არ გაანეიტრალებს.. უფრო მეტიც, მინიმუმ ბოლო 20 წელი მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტებით იმართება და ანგლოსაქსების ფაქტობრივ კოლონიას წარმოადგენს .. საქმის ინტერესიდან გამომდინარე კი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სცენაზე, თეთრი სახლისა და კრემლის მესვეურებმა უპრობლემოდ მოირგეს ჟანდარმის მანტია და Good cop/bad cop (joint questioning and friend and foe[1], is a psychological tactic used for interrogation.) სტილში მოქმედებით, ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურ შედეგებს მიაღწიეს ..

 

ვნახოთ ჩინეთი რა თამაშსს შესთავაზებს მსოფლიოს .. დასავლეთის ჰეგემონიას რომ არ შეურიგდება და დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირებაში აღმოსავლეთის უდაო ლიდერი გახდება ეს მგონი ხვალინდელი ფაქტია .. ან უკვე დღევანდელიც …

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაში ჩანს მხოლოდერთი რამ -კრემლის რუსეთის სასოწარკვეთილება - საქართველო ვერასოდეს ვერ შეურიგდება ტავის ტერიტორიაზე რუსეთის სამ საელჩოს, ეს გამორიცხულია, მკვლელთან და ვერაგთან საუბარს მხოლოდ საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ აქვს აზრი- ერს ასეცაა რუსეტტან ვსაუბრობთ ჩვეიცარიის დახმარებით და შუამავლობით, ასევე გაერო-თი და ევროკავშიტის დამკვირვებლებით, ღუსეტს არ შეიძლება ვენდოთ . ამჟამად სჯობია შენარჩუნებული იყოს ამგვარი განრიდება სასიკვდილო საფრთხისაგან- კრემლის რუსეთისაგან ! ესაა რეალური ერთადერთი გადარჩენის გზა ყოველგვარი დემაგოგიურად დაბრალებული ამპარტავნობის გარეშე. მკვლელს რომ მოერიდო ეს არაა ამპარტავნობა - ეს გაფრთხილებაა!

დაიხსომეთ ეს მარტივი აქსიომა.

 

 

რუსეთი არის საქართველოს ერის,სახელმწიფობრიობის სასიკვდილო საფრთხე - ჩვენ კი ვერიდებით ამ სასიკვდილო საფრთხეს საერთაშორისო ინსტიტუტების, მეგობარი ქვეყნებისა და სტრატეგიული მოკავშირეების დახმარებით.

 

ჩვენ ნუ გვაძალებთ პუტლერის რუსეთტან რაიმე ურთიერთობების განახლებას- ეს ურთიერთობები არსებობს მხოლოდ უსაფრთხოების რეალურ ფორმებში და საქართველო უნდა დაკმაყოფილდეს ყოველგავრი ამპარტავნობის გარეშე ამ დისტანცირებით სასიკვდილო საფრთხისაგან, რომელსაც ქვია კრემლის რუსეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

ჩვენ ნუ გვაძალებთ პუტლერის რუსეთტან რაიმე ურთიერთობების განახლებას

მე გაძალებთ რამეს?

 

საქართველოს მტერი იქნება ყველა ქვეყანა, რომელთანაც დავძაბავთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთვებით, ასე რომ რუსეთი რომ დღეს მტერია ეს არახალი ამბავია, მაგრამ ეს თემა რა შუაშია?

 

 

პირველი პოსტით მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ რუსეთი მოქმედებს არა დამოუკიდებლად არამედ დასავლეთთან-ვაშინგტონთან შეთანხმებულად და საქართველომაც ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს ..

 

ანუ ....

 

საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჯამური შედეგი ის უნდა იყოს, რომ დასავლეთს ერთიანი და ძლიერი საქართველო აწყობდეს და არა მისი დეზინტეგრაცია, როგორც ეს დღეს არის .. ასეთ შემთხვევაში დასავლეთის კონტროლ ქვეშ მყოფი რუსეთიც აღარ იქნება საქართველოს წინააღმდეგ სკალპელის (გნებავთ ნაჯახის) როლში გამოყენებული ...

 

სულ ეს არის ...

 

 

 

 

http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა სულელურ სტატეგიულ რუსეთევროპისა,ან ამერიკა-რუსეთის კავშIრზე საუბრობტ, ამგვარი ხელშეკრულება არ დაუდვია^თ, ის კი არა და ესტონეთმა ლიტვამ დაბლოკა ევროკავშირ-რუსეთის ხელშეკრულება. სხვა კი სტრასბურგის სასამართლომ მტკიცებულებატა არ არსებობის გამო უარი თქვა რუსი ოკუპანტებისმიერ შეთიტხნილი ქართული აგრესიის გამო ოსებისადმი მიყენებული ზარალის განხილვაზე- რუსეთ ის კი არა და იქეთ აჯარიმებენ ვერული ქცევისათვის...

СТРАСБУРГ. Евросуд признал Россию виновной в исчезновениях людей в Ичкерии

Время публикации:

Страсбургский суд признал Россию виновной в исчезновении жителей Ичкерия в 2003–2004 годах и обязал выплатить компенсацию в размере €201 тысячи, говорится в коммюнике суда.

 

 

 

Родственники пропавших неоднократно обращались в оккупационные суды и следственные органы, но не добились ожидаемых результатов. По их мнению, оккупационные структуры не смогли должным образом расследовать обстоятельства исчезновения их родных.

 

 

 

Султан Хатыев пропал в августе 2004 года, когда его задержали в расположенном в Ингушетии лагере для перемещенных из Ичкерии лиц.

 

 

 

Двадцатилетняя Луиза Митяева была задержана дома у ее матери в январе 2004 года группой вооруженных людей, с тех пор ее никто не видел. Российские власти утверждают, что к исчезновению Луизы причастны неизвестные.

 

 

 

Вахита Джабраилова также задержали у него дома, в январе 2003 года. С тех пор его судьба неизвестна.

 

 

 

«Учитывая предыдущие дела об исчезновениях в Чечне и Ингушетии, суд считает, что на фоне ситуации в регионе арест человека неизвестными военными без признания этого ареста может представлять собой угрозу жизни», — говорится в судебном решении.

 

 

 

Судьи отметили, что правительство не представило достоверных обоснований исчезновения жителей Ичкерии, и поскольку родные не видели их уже несколько лет, их можно считать погибшими «вследствие непризнанного задержания военнослужащими, а ответственность за их гибель можно возложить на государство». Об этом сообщает РИА «Новости». (ხომ ხედავთ წყაროც რუსულია რია ნოვოსტი)

გესმით თუ არა რომ ამგვარად სტრატეგიულ მოკავშირეებს არ აჯარიმებენ?

 

სიმართლე ისაა, რუსეთს გაუჭირდა მაგრად, ამიტომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება აიძულოს რაიმე ოფიციალურ კავშირებზე წამოსვლაზე, ისე საკუთარი სეპარატისტები აუმხედრდებიან განწვავებულად- გაზაფხულს ყოველთვის ასეა., ახლა დიდი ბრძოლებია ჩრდილო კავკასიაში მოსალოდნელი, აგერ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია "იკაო" რუსებს სანქციებს უწესებს სოხუმის აეროპორტის გამო, რუსეთი თავად ყირგიზათს სჯის ამერიკელების ბაზების გამო. ევროკავშირმა უარი უთხრა რუსებს რაიმე ეკონომიკურ რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობაზე. ეს სულელური ვითომ კავშირი კი არა, უფრო მეტიც რუსეთი დიდ წინააღმდეგობაში ვარდება ახლა რუსეთი ევროკავშირთანაც და ამერიკასთანაც.

ახლა ნატელია რომ არცერთი არ თმობს პოზიციებს, რუსები აწვებიან ცენტრალურ აზიაში ამერიკელებს და მათი განდევნის ტრატეგიას ამუშავებენ. ამერიკა კი რუსებს ახლა უქმნის დიდი სიურპრიზებს და ამაზე მალე გაიგებთ. კუბა-ვენესუალაში რაკეთების თრევას საკუტარი გა%ღატაკებული რუსების ხარჯზე ამერიკა აუცილებლად გამოიყენებს. ახლა უმძიმესი ეტაპი დგება რუსეთ -ვიცილიზირებული დემოკრატიული მსოფლიო ნაწილებს შორის . აქ იმარჯვებს მხოლოდ ძლიერი და უზრუნველყოფილი, ასევე სიმართლის მხარეზე მყოფი - სიმართლე კი ჩვენს მხარეზეა რუსი სასიკვდილო საოკუპაციო რეჟიმს ქმნის საქართველოს ორ კუთხრეში და ჩვენ დანარჩენის გადარჩენისათვის ვერიდებიტ ამ საშინელ მკვლელთა ქვეყანას!

 

 

 

ბელორუსია კი იმდენად ძლიერი ხდება რომ ბაკიევის გადაგდების შესახებ პუტინის პროექტს ეწინააღმდეგება აშკარად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

რა სულელურ სტატეგიულ რუსეთევროპისა,ან ამერიკა-რუსეთის კავშIრზე საუბრობტ, ამგვარი ხელშეკრულება არ დაუდვია^თ,

ამგვარ ხელშეკრულებებს ოფიციალურად არ დებენ, ამგვარი ფარული შეთანხმებების არსებობა დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის რეალურ პოლიტიკაში მჟღავნდება .. ისიც არა ყველასთვის ..

 

რამდენიმე მარტივ მაგალითს მოვიყვან თემისთვის არააუცილებელ ღრმა ისტორიულ ფილოსოფიურ დისპუტში რომ არ ავღმოჩნდეთ ..

 

1. რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა - არანაირი მკვეთრი და ქმედუნარიანი რეაქცია დასავლეთს არ გაუკეთებია ამაზე .. შეშფოთება აღშფოთება საგულისმო ფაქტორი არ არის ..

 

2. ობამას რუსეთში ვიზიტის დროს გაფორმდა შეთანხმება აშშ-ის სამხედრო ტვიერთების რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში ტრასპორტირების შესახებ.

 

3. რუსეთმა მკვეთრად უმატა ირანის კრიტიკას ..

 

4. რუსეთის აქტიურობის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობისგან საქართვრლოს იზოლირება რეალურ კონტურებს იძენს ..

 

5. უკრაინა რუსეთის ორბიტას დაუბრუნდა .. (+ ყირგიზეთი)

 

6. რუსეთის პოზიციები დღითიდღე მყარდება სამხრეთ კავკასიაში ...

 

7. ნატო-რუსეთის თანამშრომლობა უმჯობესდება ..

 

8. რუსეთი დასავლეთიდან (საფრანგეთი-გერმანია-იტალია) იღებს თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს .. ფრანგული მისტრალი, გერმანული ჯავშანი და სხვა ...

 

9. ბოლო წლების მანძილზე მოსკოვის გავლენის მკვეთრი ზრდის მიუხედავად აშშ-ი და ევროკავშირი არ ცდილობს რუსეთის ეკონომიკურ დასუსტებას .. არადა შეუძლია ...

 

10. რუსეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში ჩამოვართა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი, დაიღუპა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის ერთ ერთი ძირითადი მოწინააღმდეგე, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მასთან ერთად პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა. დასავლეთი დუმს ..

 

 

 

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს რამდენიმე მომენტიც ცხადყოფს, რომ რუსეთსა და აშშ-ს ან ევროპასა და რუსეთს შორის რეალური დაპირისპირება არ არსებობს. არსებობს ერთგვარი კონკურენცია, მაგრამ სამივე მხარე (ვაშინგტონი-ბრიუსელი-მოსკოვი) დასავლეთის სამყაროს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ მოქმედებს .. მათი სამიზნე კი აღმოსავლეთია ანუ ჩინეთი + ისლამური სამყარო ..

 

 

 

 

 

http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10. რუსეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში ჩამოვართა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი, დაიღუპა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის ერთ ერთი ძირითადი მოწინააღმდეგე, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მასთან ერთად პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა. დასავლეთი დუმს ..

დუუმს? კიარადა უკვე ეჭვიც მეპარება, რომ საერთოდ მაგრა აწყობდათ კაჩინსკის მოცილება, თან რუსის ხელით,

რა გაუხდა მაშ ნატოს თავის ექსპერტების გაგზავნა გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად, აკი ვითომ მტრები არიან

და პოლონეთი ნატოშია გაერთიანებული, საერთოდ დასაფლავებაზეც არ ჩავიდნენ....

რად მინდა ეგეთი სამხედრო ბლოკი მაშინ, თუ არ დამიცვა მტრისგან და არ გამოიძია მიზეზები?

 

კაჩინსკის დაღუპვის უცნობი და სკანდალური დეტალები

 

14:40 - 22.04.2010 - ექსკლუზივი

„იქიდან გამომდინარე, რომ 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ კატასტროფას, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და ის ადამიანები დაიღუპა, რომლებიც ქვეყნის მთავარ ინსტიტუციებს განაგებდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, რადგან ამ კატასტროფას ადგილი ჰქონდა არა პოლონეთში, არამედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მოგმართავთ, ბატონო პრემიერო, კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად, შეიქმნას დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისია. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადო აზრისა და ისტორიისათვის,” - ესაა ნაწყვეტი იმ მიმართვიდან, რომელიც პოლონეთის პრემიერის, ტუსკის კანცელარიამ მიიღო და რომელსაც, სხვებთან ერთად, ხელს პოლონური ფონდის „კატინი”-ს დირექტორთა საბჭოს თასვმჯდომარე, პროფესორი იაცეკ ტრზნადელი აწერს.

 

მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით, უკვე მიმდინარეობს პოლონურ-რუსული გამოძიება. რუსული მხარის დისპოზიციაშია შავი ყუთები... რამდენიმე დღეა, ვარშავის სამხედრო პროკურატურას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება აღარ გაუკეთებია.

 

- ეს ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონურ პროკურატურას ნდობას ვუცხადებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, - აღნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატმა მარეკ იურეკმა.

 

- დღემდე რუსული მხარე პროფესიონალურად იძიებს კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს. ეს ინიციატივა, ჩემი აზრით, ზედმეტია და ჩემთვის სრულიად მიუღებელი, - კომისიის შექმნის წინააღმმდეგ გამოვიდა რიჩარდ კალიში, მემარცხენე დემოკრატების წარმომადგენელი.

 

კატასტროფიდან მეორე დღიდან, პოლონეთის თითქმის მთელი მოსახლეობა სვამს კითხვას: რამ გამოიწვია კატასტროფა? You tube-ზე მოყვარული ოპერატორის მიერ დადებული ფილმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოლონეთი და მედია ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იყო „უბრალოდ კატასტროფა”. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჯერ კიდევ 3 დღის წინ ორად იყო გაყოფილი, პოლონეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების შემდეგ, უკვე ერთნაირია – „რუსული მხარის ინფორმაციით, შავი ყუთიდან ძლიერი დარტყმის შედეგად ჩანაწერიანი ფირი გარეთაა გადმოვარდნილი”, - ეს იყო მოწყობილი კატასტროფა, - ამბობს ხალხი. შავი ყუთის არამდგრადობას დაემატა პოლონეთის სამხედრო პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება - 20 აპრილს, პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ კითხვით მიმართა რუსეთის მხარეს, ვინ და რა მიზნით ცვლის სასტარტო ბილიკზე განათებას კატასტროფის მოხდენიდან რამდენიმე საათის შემდეგ?

 

„ფაქტნიუსი” პოლონურ საზოგადოებაში კატასტროფასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველაზე მეტად გავრცელებულ თეორიებს გთავაზობთ:

 

1. რუსთის დამოკიდებულება - ზომაზე მეტად შეძრწუნებული - იქნებ მოჩვენებითია...

 

2. საკონტროლო კოშკის ოპერატორის გაქრობა - კატასტროფის შემდეგ “სიტყვით გამოვიდა” და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. პოლონელ ჟურნალისტებს კატასტროფის ადგილზე გადაღებული ყველა მასალა ჩამოართვეს.

 

3. ინფორმაციული ქაოსი - თავდაპირველად დაჯდომის 4, შემდეგ 3, შემდეგ 2 მცდელობა. ამას ამოწმებდნენ თვითმხილველებიც. შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავი პირველივე მცდელობაზე დაეშვა ასაფრენ ბილიკზე. სად არიან ის თვითმხილველები?

 

4. იგივე ინფორმაციული ქაოსი დაღუპულთა რაოდენობაზე -კატასტროფიდან ერთი საათის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჯერ პოლონურ მხარესაც კი არ ჰქონდა მგზავრთა სია განმოქვეყნებული, რუსულმა მხარემ 132 ადამიანი დაასახელა გარდაცვლილად.

 

5. კატასტროფის ადგილზე არ მივიდნენ სამედიცინო დახმარების მანქანები - მაშინვე იცოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა?

 

6. სროლა ერთადერთ ფილმზე, რომელიც რუსულ მხარეს “გამოეპარა” - ვინ ისროდა, რატომ და ვის ესროდა?

 

7. თავდაპირველად საუბარი იყო 3 ადამიანზე, რომელიც კატასტროფის დროს გადარჩა. ეს ინფორმაცია არ შეიძლება, თითიდან იყოს გამოწოვილი, საიდანღაც, ვიღაცას “გამოეპარა”

 

8. თვითმფრინავი გვერდზე უკვე დაჯდომის დროს გადაიხარა. პილოტს გულის შეტევა დაემართა? ან, იქნებთ შორიდან მართვის პულტი ამუშავდა? გამოცდილი პილოტი ასეთ მანევრს დაჯდომისას არაფრით არ გააკეთებს.

 

9. შავი ყუთის გახსნის შემდეგ ირკვევა, რომ ეკიპაჟმა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ცნობა სათვალთვალო კოშკიდან კატასტროფამდე სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.…

 

10. დაჯდომის წინ, თვითმფრინავში სიარული აკრძალულია. შესაბამისად, ლეხ და მარია კაჩინსკა გვერდიგვერდ ისხდნენ. კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი, მარია მხოლოდ ორშაბათს ამოიცნეს.

 

11. რამდენიმე წუთის შემდეგ, რუსული მხარე ამბობს, რომ კატასტროფის დროს ყველა დაიღუპა. სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე, რატომ არიან დარწმუნებულები, რომ ცოცხალი არავინაა?

 

12. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე შემთხვევის ადგილზე უამრავი კამერა მუშაობდა, არსად არაა დაფიქსირებული გვამი, არსად არ ჩანს დასახჩრებული ადმიანები, ან სხეულის რომელიმე ნაწილი. რატომ? ნუთუ, სენსაციის მაძიებელი ათეული ჟურნალისტიდან ვერავინ მოახერხა გადაეღო კატასტროფის თუნდაც ერთი მსხვერპლი?

 

13. დღემდე კატასტროფაში დაღუპულთა კიდევ 20 ცხედარი ამოუცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საშინლად იყო დასახიჩრებული და ამოცნობა ძალიან გაჭირდა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტ კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი. როგორ?

 

14, თვითმფრინავი დამსხვრეულია. მთელია პილოტის კაბინა, მაგრამ შიგ ვერავის პოულობენ. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ აფეთქება არ ყოფილა, თვითმფრინავის სალონი კი დაფერფლილია.

 

15. კატასტროფის დროს სმოლენსკის თავზე კიდევ ორი თვითმფრინავი დაფრინავდა -ბელორუსიული და რუსული.

 

16, ცუდი ატმოსფერული პირობებს 30 წუთის წინ დამჯდარი თვითმფრინავისთვის ხელი არ შეუშლია.

 

17. თვითმფრინავში იმყოფებოდა გენერალი ფრანციშეკ გონგორი, რომელიც რამდენიმე თვეში ნატო-ს გენერალური შტაბის მეთაური უნდა გამხდარიყო. ნატო-ს პოლონელი ხელმძღვანელი - განა უფრო მეტად დამამცირებელი რამე შეიძლება იყოს რუსეთისთვის?

 

18. თვითმფრინავს რამდენიმე თვის წინ რუსეთში ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი...

 

პოლონელმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა დეტალურად გაშიფრეს ზემოხსენებული ფილმი:

 

0.12: გაჩუმდი.

0.18: თვალებში მიყურე.

0.21: დაწყნარდი.

0.29: ყველა.

0.31: მოკალი.

0.43:-0.48: იქით... მირბის... მირბის.

48: მომეცი იარაღი.

0.50: ცოცხალი ვარ. არ მომკლა.

0.53: ცოცხალია. ესროლე.

0.55: ისმის იარაღის გადატენის ხმა.

0.57: სროლის ხმა.

1:06:00: სროლის ხმა.

 

11:12:00: გეგმა შეიცვალა…

1;13:00: სროლის ხმა.

1:15:00: სროლის ხმა.

1:18:00:წავედით. მივდივართ.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავს 5 თვის წინ რუსეთში გენერალური რემონტი ჩაუტარდა. გაზეთ “ნაშ ძენნიკ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეცინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, ინჟინერი რიჩარდ დროჟდოვიჩი ამბობს, რომ “გარემოება თვითმფრინავის სერიუზულ გაუმართაობაზე ან მართვის სისტემის ხელოვნურად დაბლოკვაზე მიგვანიშნებს. შესაძლებელია ასეთი ბლოკადის დამონტაჟება და მერე მისი მანძილიდან მართვა. პილოტი ასეთ დროს უძლურია...”

 

არტურ გურსკი, პარტია “სამართლიანობა და სამართალი”-ს წევრი იმავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „თუ მთლიანად შეკრებავ ინფორმაციას, რომელიც ჩვენამდე აღწევს და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ინტერესებს, შესაძლებელია ითქვას, თუმცა არა ასპროცენტიანი გარანტიით, რომ რუსეთი პასუხი უნდა აგოს ამ ტრაგედიისთვის”

 

"მოსკოუ თაიმსში” დაიბეჭდა რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას სტატია. სტატიის ავტორი ამბობს, რომ 7 აპრილს, როდესაც კატინში პოლონეთისა და რუსეთის პრემიერები, დონალდ ტუსკი და პუტინი ჩაფრინდნენ, სმოლენსკის აეროპორტში თვითმფრინავებისთვის დამატებითი ნავიგაცია დააყენეს. სამთავრობო თვითმფრინავის სმოლენსკში ჩაფრენის დროს დამატებითი ნავიგაციის კვალიც აღარ იყო. ეს, ჩემის აზრით გამოძიებისთვის საინტერესო “დეტალია”.

 

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ამერიკული სისტემით TAWS (Terrain Awareness). ესაა სისტემა, რომელიც თვითმფრინავის პილოტს დედამიწასთან დაშვებულზე მეტად მიახლოების საშუალებას არ აძლევს. არსებობს ეჭვი, რომ სისტემა სპაციალურად იქნა დაზიანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი პირველი იქნება ამ სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავების კატასტროფის ისტორიაში. სისტემის მუშაობის დარღვევა შეასაძლებელია სატელიტის მეშვეობით, ან თვითმფრინავის ახლოს მდებარე აეროპორტში განლაგებული დანადგარებიდან.

 

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ვარშავაში ვრცელდება: ხალხი არ გამორიცხავს, რომ კატინის ტრაგედიაში ცალკეული პოლონელებიც არიან გარეულნი. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი სმოლენსკში მატარებლით აპირებდა გამგზავრებას, თუმცა წინა საღამოს რატომღაც გადაწყდა, რომ პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები თვითმფრინავით გაემგზავრებოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა უმრავლესობა კაჩინსკის პარტიის წევრი იყო...

 

ინგა ლოლაძე

სპეციალურად “ფაქტნიუსისთვის” ვარშავიდან

http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...7038&act=ns

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

დუუმს? კიარადა უკვე ეჭვიც მეპარება, რომ საერთოდ მაგრა აწყობდათ კაჩინსკის მოცილება, თან რუსის ხელით,

რათქმაუნდა ევროპას აწყობდა ის რაც მოხდა .. იმის დაშვება შეუძლებელია, რომ აშშ-ის და რუსეთის სპეც სამსახურებმა კაჩინსკის ლიკვიდაციის ოპერაცია ევროპელი კოლეგების ინფორმირების გარეშე ჩაატარეს ..

 

----------------

ამ პოსტს გავიმეორებ კაჩინსკის თემასთან დაკავშირებით ..

----------------

 

 

როგორც ადრე ვთქვი ბატონებო მართლაც ნაკლებრეალურად მიმაჩნია კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უბედურ შემთხვევად კლასიფიცირება ..

 

თუნდაც ის ფაქტი რომ ელემენტალრი უსაფრთხოების ყველა ნორმის დარღვევით აღმოჩნდა პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა ერთ ბორტზე, საკმარისზე მეტ კითხვებს ტოვებს, რომელებიც პასუხებს ითხოვენ ...

 

პირადად ჩემი აზრით კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის, რუსეთისა და პოლონეთის სპეც-სამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციაა. მხოლოდ რუსეთი ვერ გაბედავდა ალბათ ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტისა და სამხედრო ელიტის ლიკვიდაციას ..

 

კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ შორის დასავლეთის სამყაროში ცენტრისტული ხაზის გაძლიერება (რასაც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის პოლიტიკური ელიტა) და პლუს ამას გამოძიების მსვლელობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტისთვის ტერაქტის კლასიფიკაციის მინიჭება და მის განხორციელებაში საქართვლოს დადანაშაულება ...

 

იტოგში ეგ თვითმფრინავი არც უამინდობის და არც პილოტის შეცდომის გამო არ ჩამოვარდნილა .. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირადად ჩემი აზრით კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის, რუსეთისა და პოლონეთის სპეც-სამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციაა. მხოლოდ რუსეთი ვერ გაბედავდა ალბათ ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტისა და სამხედრო ელიტის ლიკვიდაციას ..

+++

ვულკანის ამოფრქვევა რა შეთანხმებულად გააპიარეს, სატირალშიც არ ჩავიდნენ,

რაც მთავარია პოლიტიკური პოზიცია ხომ კარგად დააფიქსირეს,

არ ჭირდებათ მაგათ პატრიოტი, ქლესა გლობალისტი უნდათ ყველგან.

სასაცილო ის არის, ევროპაში პვო-ს დადგმაზე ვითომ რომ ვენებს იჭრიან ზოგიერთები :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

სასაცილო ის არის, ევროპაში პვო-ს დადგმაზე ვითომ რომ ვენებს იჭრიან ზოგიერთები

სამაგიორეოდ მასებს აბოლებენ და ათში ცხრა ადამიანს გონია რომ რუსეთს ნატო-ზე, ევროკავშირზე და ამერიკაზე მეტი მტერი არ ყავს .. არადა ვაშინგტონიც, ბრიუსელიც და მოსკოვიც მშვენივრად ახერხებს ყალბი დაპირისპირების ბურუსლით მოცულ სივრცეში, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას ..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მძაფრსიუჟეტიანი ფსიქოლოგიური თრილერია რა მოკლედ ... კინოში ვცხოვრობთ ...

 

 

http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

სამაგიორეოდ მასებს აბოლებენ

ეგრეა,

მილიარდები დაკარგეს ავიარეისების შეზღუდვით,

წარმომიდგენია იმ საწყალი კაჩინსკის და მისი გუნდის მოშორება რა ძვირი დაუჯდათ,

ალბათ უღირთ მაგ დამპლებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ეგრეა,

მილიარდები დაკარგეს ავიარეისების შეზღუდვით,

წარმომიდგენია იმ საწყალი კაჩინსკის და მისი გუნდის მოშორება რა ძვირი დაუჯდათ,

ალბათ უღირთ მაგ დამპლებს

თუ დასვალეთის ქვეყნები საჭირო კონდენციამდე არ შეკრეს და ჩინეთის ნეიტრალიზება ვერ შეძლეს ეგ დაუჯდებათ ძვირი თორე დღეს ფული იმდენი აქვთ სად ჯანდაბში წაიღონ არ იციან ... იმ საბერძნეთსაც კი პაკაზუხობის ამბავში ატირებდნენ ბოლო რამდენიმე თვე .. მაინც ხომ მისცეს 4 თუ 8 მილიარდი დოლარი? კიდევ მიცემენ ერთი 40-80 მილიარდს, ოღონდ იმაზეც ატირებენ მეტი ბოლი რომ დადგეს ...

 

წარმოიდგინე დასავლეთის სამყარო პლანეტის მასშტაბში არსებული ფინანსების მინიმუმ 60-70% აკონტროლებს .. იმ ავიაკომპანიებსაც დღე დღეზე ჩაახუტებენ ალბათ ერთი ორ მილიარდს თუ საჭიროდ ჩათვალეს და მაგით მოაყომარებენ თემას ..

 

 

მთავარია საქართველო არ ახსენონ კაჩინსკის თვითმფრინავთან დაკავშირებით .. სადაც მოსკოვის მეტროს აფეთქებისას ახსენეს აღარაფრის გამორიცხვა არ შეიძლება ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...