analgin Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) ძალიან მძიმე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან! უგულავას გამარჯვება მომენტალურად დაგვანგრევს და დაგვაბრუნებს იქ, სადაც არავის აღარ გვინდა დაბრუნება.ეხლა მივიღე დეტალური ინფორმაცია ცალკე გრეჩიხების გარემოცვიდან და ცალკე ალასანიასი თუ რას, როგორ და რატომ აპირებენ. რა ხდება და რა მოხდება. დაგვერხა! ჩიხშია ქვეყანა და გამოსავალი არ არსებობს გარდა სასწაულისა. სასწაული კი სააკაშვილის კეთილგონიერება ან უეცარი გაკეთილშობილება შეიძლება იყოს. ამის იმედი კი აშკარად ყველაზე ნაკლები მაქვს. თანაფორუმელებს გთხოვთ არაფერი დამაკონკრეტებინოთ. გამგები ისედაც გაიგებს და ისედაც მიხვდება შინაარსის მიხედვით. რომ არ ვიტყუები და არაფერს ვაბუქებ, ეს ღმერთმა იცის. გიჟად არ ჩამთვალოთ რაკიღა ამ პოსტით ისეთ ადამიანს მივმართავ, რომლის ყურამდეც ეს ამბავი უჩემოდაც მიაღწევს, ჩემი თხოვნა კი ალბათ არა. არც ის იფიქროთ დიდი წარმოდგენა მქონდეს საკუთარ თავზე. ვიცი აზრი არ აქვს ჩემს თხოვნას, მაგრამ იძულებული ვარ დავიჩოქო და ისე ვითხოვო: ბატონო მიხეილ,ნუ გააყალბებთ არჩევნებს! ვანოს, ზურას, ერეკლეს, დათოს, გიგის და მსგავსების სამაგალითოდ დასჯას, წართმეული ქონების დაბრუნებას და სასამართლოს, მედიის და ბიზნესის განთავისუფლებას არც გთხოვთ. ამას ვერც გააკეთებთ. ძალიანაც რომ გინდოდეთ, ისინი აღარ დაგემორჩილებიან, მაგრამ ერთი ნამდვილად შეგიძლიათ - ნუ გააყალბებთ არჩევნებს! ოცი წლის წინ ქალაქი, ქვეყანა და ეკონომიკა დაინგრა, დაიწვა, გადაშავდა, გადანაცრისფერდა.ოცი წლის წინ ყოველ დღე და ყოველ სადარბაზოში პანაშვიდები იმართებოდა. მე არ გაშინებთ. არც გემუქრებით; არავინ უწყის რომელი "მხარე" "გაიმარჯვებს" - "თქვენ" თუ "ჩვენ", თუმც არც ისეა საქმე, თქვენ რომ გგონიათ, გინდათ და იმედი გაქვთ (ან დარწმუნებული ხართ). არ შეგილახავთ ღირსებას და ამით უფრო არ გაგაღიზიანებთ, არ გეტყვით უშანსოდ ხართ თქო, იქნებ ძალა და ფული თქვენს მხარეს მეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ერთი კია: ოცი წლის მერეც ქალაქი, ქვეყანა და ეკონომიკა დაინგრევა, გადაშავდება, გადანაცრისფერდება.ოცი წლის მერეც ყოველ დღე და ყოველ სადარბაზოში პანაშვიდები გაიმართება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გააყალბებთ არჩევნებს! Edited February 24, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ნუ გააყალბებთ არჩევნებს! რავი აბა რა დავწერო? ამ ოპოზიციის იმედიც არა მაქვს და არც იმისი,რომ არ გააყალბებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ბატონო მიხეილ,ნუ გააყალბებთ არჩევნებს!ეჰ, ჩემო ირაკლი, ხომ გაგიგია: " რაც არ უნდა ბევრი თალო, კრუხის პალო არის პალო"... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 თუკი საქართველოს მოსახლეობას სურს ნაცმო-იქნება ნაცმო,კი, ეს ცუდია ქვეყნისთვის, კი, ცოდოა საქართველო, მებრალება მაგრამრასაც ვიმსახურებთ ზოგადად იმას ვიღებთ,ვართ ღირსები ნაცმოძრაობის,თუკი რამის გაკეთება შეგვიძლია გავაკეთოთ, გამოვა გამოვა,არ გამოვა და რას იზამ, უნდა გავუძლოთ, მითუმეტეს რომ ქვეყნის გაპარტახება სიდუხჭირის ფონზემიმდინარეობს, მე მაგალითად რწმენა, ის მცირედი რწმენა რომელიც მაქვს სიმშვიდეს მანიჭებს,რომელიც რა თქმა უნდა არაა გულგრილობა და ნიჰილისტურ-ლიბერასტული პოFIგიზმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 საშინელ ხასიათზე ვარ. არ მინდა რომ ცხოვრება ისევ თავიდან დავიწყო...91-ში (რაც "ოცი წლის წინ"-ში ვიგულისხმე") წინ მე 8 წლის ვიყავი...მას მერე საქართველო სულ დანგრეული და გაუბედურებული მახსოვს. ეხლა ცალკე შევარდნაძემ მშვიდობა და სტაბილურობა (მეტ-ნაკლებად) მოგვიტანეს, ცალკე მიშამ ფერადი ნათურები დააყენა და სახლები შეღება. ამ ყველაფერს 20 წელი დასჭირდა და არ მინდა დრო ისევ გადაიწიოს და კიდევ ერთი 20 წელი დაგვჭირდეს იგივე წერტილამდე მოსასვლელად. უბრალოდ ამის წინამორბედის დროს ასე თავზე არ გადაუჯვიათ მართლა. ეს უკვე კატასტროფაა. ყველაფერი გაინაწილეს ამ ვირიშვილებმა და დანარჩენები მხოლოდ მონებადღა ვჭირდებით. ქართველები მართლა თურქმენები არ ვართ და ამას ვერ შევეგუებით. ეს იცით ყველამ.ამ სიტუაციიდან გამოსავალი (თეორიულად) მხოლოდ ისაა, რაც ჩემს თხოვნაში დავწერე.პრაქტიკულად კი ჩიხში ვართ და "ჭექა-ქუხილი, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით" გარდაუვალია. სამწუხაროდ ეს არა ლოგიკური ანალიზი, არამედ ჭეშმარიტი რეალობაა.ისეთ მძიმე ხასიათზე დამაყენეს, დანა რომ დამარტყათ წვეთი სისხლი არ გამომივა მართლა.თან იმიტომ, რომ ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ ეს გარდაუვალია და მოხდება, მართლა ერთადერთი გზაა ამ რეჟიმის შესაცვლელად. ესენი არასოდეს არც არჩევნებს, არც სასამართლოს, არც მედიას, მითუმეტეს არც ბიზნესს არ დათმობენ. არცერთ გოჯს და მტკაველს. პირიქით, რაც დრო გავა და წასართმევი აღარაფერი ექნებათ, მით მეტად გაავდებიან და მოგვიჭერენ მარწუხებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 თუკი მოხდება ნაცმოძრაობის სისხლიანი გზით მოსპობაარა მგონია რომ განმეორდეს 90 იანი წლები,ქაოსი არ იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Siknadmo ღმერთმა ქნას და ღმერთმა გისმინოს, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას რამოდენიმე ათეული მილიარდი შავი ფული და უახლესი შეიარაღება უმაგრებს ზურგს. ისიც ვიცი, რომ სწორედ ამ მილიარდებს შეაკვდებიან და არაფრით დათმობენ. გამოსავალი კი რა დარჩა. აბა, გამოიცანი ვინ მისცემს ფულს და იარაღს ოპოზიციას? რატო მიიყვანეს აქამდე საქმე? რამ გააღორათ და დააბრმავათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 თუკი მოხდება ნაცმოძრაობის სისხლიანი გზით მოსპობაარა მგონია რომ განმეორდეს 90 იანი წლები,ქაოსი არ იქნებაSiknadmo გამეორდება კი არა, ის წლები სანატრელი გაგვიხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 არაფერი არ განმეორდება....იმიტომ რომ არც არაფერი მოხდება...ანალგინის არ იყოს შავი შაბათ-კვირა მქონდა მეც იმფორმაციის თავლსაზრისით-------ცირკია რა დაჟე ფორუმებზე ვერაფერს წერდე და ამბობდე...მოკლედ საწაულის არ მჯერა არადა როგორც ანალგინმა ბრძანა მარტო ამგი თუ შეცვლის მდგომარეობას....კაროჩე მი ვ ჟ--პე გასპადა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 analgin ამ ხელისუფლებას რამოდენიმე ათეული მილიარდი შავი ფულიმერე, წაიღონ ეს ფული რუსეთში (სხვაგან მაინც არსად გააჩერებენ) და მშვიდად იცხოვრონ, ჩვენ თავი დაგვანებონ. ნუთუ ვერა ხვდებიან რომ ასე აჯობებს მათთვისაც და ჩვენთვისაც?"ან ყველაფერი, ან არაფერი" - ყველაფრის აღების იმედით აღარ ამართლებს, მსოფლიო ძალიან დაპატარავდა, ვერსად დაიმალები, ვერ უნდა მიხვდნენ ამას კაცო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 თემი არსი ვერ გავიგე. რაც შეეხება, გადატრიალებას, 90-იანი წლების განმეორებას, რუსულ ფულს და ა.შ. ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხედ მესმის მსგავსი რაღაცეები. წინა 3 შემთხვევაში "ოპოზიცია რუსული ფულით შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავს" თეორია არ გამართლდა. მე არ მჯერა რომ მაინცდამაინც ახლა გამართლდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 analgin მერე, წაიღონ ეს ფული რუსეთში (სხვაგან მაინც არსად გააჩერებენ) და მშვიდად იცხოვრონ, ჩვენ თავი დაგვანებონ. ნუთუ ვერა ხვდებიან რომ ასე აჯობებს მათთვისაც და ჩვენთვისაც?"ან ყველაფერი, ან არაფერი" - ყველაფრის აღების იმედით აღარ ამართლებს, მსოფლიო ძალიან დაპატარავდა, ვერსად დაიმალები, ვერ უნდა მიხვდნენ ამას კაცო?ნარკამანს რომ უხსნა წამალი ცუდიაო შეგონებით თავს გაანებებს?ეგაა რა, ძალაუფლება საკმაოდ ტკბილია+ მაყუთიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) analgin მე ის ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას რამოდენიმე ათეული მილიარდი შავი ფული და უახლესი შეიარაღება უმაგრებს ზურგს. ჯარს ვერ გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ.აი შსს–ს კი. Edited February 24, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 თემი არსი ვერ გავიგე. რაც შეეხება, გადატრიალებას, 90-იანი წლების განმეორებას, რუსულ ფულს და ა.შ. ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხედ მესმის მსგავსი რაღაცეები. წინა 3 შემთხვევაში "ოპოზიცია რუსული ფულით შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავს" თეორია არ გამართლდა. მე არ მჯერა რომ მაინცდამაინც ახლა გამართლდება.ნაცმო ჩალიჩობს რომ ორი პოლუსი იყოსპრორუსული და პროამერიკული,თუკი შეძლებს რომ ამაში დაარწმუნოს დასავლეთიოპოს დეერხა (და ჩვენც ბუნებრივია), დღეს რაც მოხდა-ნაცმოს ინტერესებში ჯდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 McLaren თემი არსი ვერ გავიგეარა და მარტივია თემის არსი. ანალგინი ფიქრობს რომ ოპოზიცია რომელიც რამდენიმე კანდიდატს დააყენებს არჩევნებზე, ხელისუფლების მხრიდან დაუძაბავად წააგებს არჩევნებს და ხელისუფლებას თხოვს დაუთმეთ ოპოზიციას, არ მოიგოთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.