newstudio Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) 30 ნოემბერს 12-15 საათამდე.. პრინციპული თანხმობა მიღებულია, დავუსვათ კითხვები , ვფიქრობ ძალიან საინტერესო კონფერენცია გველის წინ! ყველას საყურადღებოდ. ზუსტი თარიღის და დროის დასახელების შემდეგ :1) წაიშლება ყველა ოფფ ტოპიკი2) გამომდინარე იქიდან რომ სავარაუდოდ კონფერენცია 2-3 დღეში იქნება თემა დაიხურება კონფერენციის დაწყებამდე 1 საათით ადრე . გაიწმინდება ოფებისგან დარჩება მარტო შეკითხვები3) სანამ სტუმარი ყველა დასმულ კითხვას არ გასცემს პასუხს მანამდე იკრძალება კითხვის დასმა ( წაიშლება ყველა კითხვა ) კონფერენციის მიმდინარეობას მკაცრად გააკონტროლებს ადმინისტრაცია და ყველა თემისათვის შეუსაბამო პოსტი წაიშლება .. უცენზურო ლექსიკის შემცველი პოსტის ავტორები დაისჯებიან ბანით ! ( 1-დან 5 დღემდე ) კონფერენცია ტარდება ახალი ფორმატის პირობებში. http://planeta.ge/index.php?showtopic=12924 მაქსიმალურად ვეცდებით რომ ეს კონფერენცია ჩატარებული იყოს უმაღლეს დონეზე Edited November 18, 2009 by newstudio ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ბატ.თემურ,აღიარებთ იმას,რომ ეს ტერიტორიები სამუდამოთ დავკარგეთ და ამაში ამ ხელისუფლებასაც მიგიძღვით წვლილი? თქვენ სთქვით,რომ ნატოში შეიძლება მაპის გარეშე მიგვიღონო და რატომ გვატყუილებთ? თუ არ გვატყუილებთ აგვიხსენით რა გზებით შეიძლება ამის გაკეთება? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ჭანო კარგი იქნება თუ პატარა ინფოს დადებთ სტუმრებზეთემურ იაკობაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. დაიბადა 1967 წელს ქ. თბილისში.იგი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.თემურ იაკობაშვილი პროფესიულ საქმიანობას შეუდგა 1990 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც 2001 წლამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, რომელთაგან ბოლო იყო ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.თემურ იაკობაშვილმა საშუალო განათლება მიიღო თბილისის 84-ე საშუალო სკოლაში და კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წელს გაიარა სპეციალიზირებული დიპ-ლომატიური კურსები ოქსფორდისა და ბირმინჰემის უნივერიტეტებში (დიდი ბრიტანეთი), 2002 წელს მიიღო იელის უნივერსიტეტის მსოფლიო ლიდერთა პროგრამის სტიპენდია (აშშ), 2003 წელს გაიარა უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი კურსები ჰარვარდის უნივერსიტე-ტის კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში (აშშ), 2006 წელს უპსალას უნივერსიტეტის ”აბრეშუმის გზის კვლევების ცენტრში” (შვედეთი) იყო მიწვეული მკვლევარად.თემურ იაკობაშვილი არის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საბჭოსა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. საქართველოს საზოგადო საქმეთა ინსტიტუტის გამგეობის წევრი.თემურ იაკობაშვილს აქვს მთელი რიგი საგაზეთო და სპეციალიზირებული პუბლიკაციე-ბი ეროვნული უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და საერთშორისო ურთიერთობების თემებ-ზე. ბოლო პუბლიკაციაა: ”შეუძლია თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საბოლოო მოგვარების გარეშე” (გერმანული მარშალის ფონდის გამომცემლობა).2008 წლის 31 იანვარს თემურ იაკობაშვილი დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად რეინტეგ-რაციის საკითხებში.თავისუფლად ფლობს რუსულ, ინგლისურ და ივრითულ ენებს.ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 მე მგონი,საჭირო არაა მისი ბიოგრაფიის დაწერა,აი,შეხედეთ ვიდეოებს და გაიგებთ,ვინცაა იაკობაშვილი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) ბატ.თემურ,რა აზრის ხართ მიშას მიერ მასაჟისტკას ჩამოყვანაზე ბიუჯეტის ხარჯებით? კითხვა არ წამიშალოთ. Edited November 15, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) ბატონო თემურ, რატომ ანხორციელებს ხელისუფლება პოლიტიკური ემიგრანტების მიმართ შურისძიებას?პირადი მაგლითი.სააკაშვილის მცდელობა ვითომ შერიგების თაობაზე. თხოვნაზე უარი ვთქვი და სასამართლო პროცესი ვამჯობინე.სასამართლო პროცესი რომ მოვითხოვე ამის გამო 3 სისხლის სამართლი მუხლი დამიმატა თქვენმა ხელისუფლებამ 14 წლის შემდეგ. არა და 6 თვით ადრე გენერალური პროკურატურიდან მქონდა ოფიციალური წერილი სადაც მხოლოდ ორი სისხლი სამართლი მუხლი მაქვს. ეხლა ის რომ ასე არაფრის გულისათვის 6 თვეში გადაწყდება 3 სისხლი სამართლი მუხლის დამატება შურისძებაა და დაშინება სასამართლო პროცესი რომ არ მომეთხოვა.16 წელი ძებნილი ვარ, არა და ხელისუფლებამ იცის ჩემი ადგილ სამყოფელი. საქართველოს საელჩოს ჩეხეთში ხშირი "მქებელი" და სტუმარი ვარ. :rolleyes: ეხლა გავიგე რომ 2 თევა ისევა ახალი გამოძიება ტარდება და ჩემს გამო დაკითხვები ჩატარდა საქართვველოში.რა ისევ ახალი შურისძიების ფაქტს აქვს ადგილი?იმედია ეს თქვენი კონსულტანტები ამ შეკითხვას წინასწარ ნახავენ და პასუხსაც მივიღებ. იმის გამო რომ გაგიადვილოთ საქმე დავწერ ჩემს სახელს.ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი მაიორი გიორგი ალანია. (1990-1993 წ.) პ.ს. კიდევ ერთი შეკითხვა; ეთანხმებით პრეზიდენტის გამონათქვამს რომ ემიგრანტები ცხვრები არიან? Edited November 15, 2009 by babuagiorgi ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ბატ.თემურ,ეთანხმებით თუ არა ტალიავანის დასკვნას,ანუ სააკაშვილი წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე და მან დაიწყო საბრძოლო მოქმედებები? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
brutal_88 Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ბატონო თემურ, რა აზრის ხართ სექსუალურ უმცირესობებზე, არის თუ არა მათი უფლებები დაცული საქართველოში, როგორ ფიქრობთ, უმცირესობების დაცვა, არის თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიულ სახელმწიფოში და რამდენად უშლის საპატრიარქო ხელს ამის გაკეთებაში. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Helena222 Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ბატონო თემურ,თქვენი საყვარელი ფრაზაა "ჩვენ არაფრის არ გვეშინია" (ისე მართალია, თქვენ და თქვენს სამეგობროს არ გეშინიათ, რადგან წასასვლელი ფინანსები გაქვთ, თუ ვინმემ ბოლოს და ბოლოს მაინც შეგაშინათ)მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს , რატომ არ ეკითხებით ეშინიათ თუ არა????(არადა აგვისტოში მართლა ვნახეთ ვინ იყო შეშინებული(თქვენ!!!!!) ხალხი კი უშიშარი და გამბედავი გამოდგა,(რითაც ვამაყობ) სიცოცხლეს წირავდა მტერს)ჩემი შეკითხავა:რატომ დაკარგეთ აფხაზეთი?რატომ დაგვიკარეთ კოდორი (შეგნებულად დაარქვით უძველეს კუთხეს ზედა აფხაზეთი, რომ აფხაზებს უკეთ წაერთვიათ)რატომ დავიკარგეთ სამაჩაბლო?გმადლობთ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 შეკითხვა: 1) აგვისტოს ომი სანამდე დაიწყებოდა თქვენ ტელევიზიით განაცხადეთ რომ თავად რუსებს აღარ უნდოდათ ესეთი სიტუაცია, რომ კოკოითი რუსებსაც აღარ აწყობდათ. რატომ გააკეთეთ მსგავსი განცხადება? (მოგვიანებით აღმოჩნდა რომ თქვენი პროგნოზი არ გამართლდა)2) ომით რამე მოიგო საქართველომ?3) სროლები მიმდინარეობდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში, მიზეზი რატომაც შეიყვანა ქართულმა მხარემ იქ ჯარი, იყო ის რომ სროლები მიმდინარეობდა. მაინტერესებს რატომ შევიდა მაინც და მაინც 2008 წლის აგვისტოში და არა უფრო ადრე?4) ომის შემდეგ, ტალიავინის დასკვნაში იდო რომ ქართულმა მხარემ განახორციელა მასობრივი საარტილერიო დაბომბვა ცსინვალზე, ამართლებთ თუ არა ამ მოქმედებას?5) რა გააკეთეთ თქვენ და საერთოდ ხელისუფლებამ რომ ომი არ მომხდარიყო? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ბატონო თემურ, თუ როგორც ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს ჩვენი ჯარის იერიში ცხინვალზე პასუხი იყო რუსეთის შემოჭრისა, რატომ ამის შესახებ არც 7 რიცხვში და არც 8-ის მთელი დღის განმავლობაში არავინ საქართველოს მოსახლეობა არ ჩააყენა საქმის ვითარებაში რომ მტერი დაგვესხა თავს.რატომ არ მიმართა ჩვენმა პრეზიდენტმა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. ერთადერთი რასაც ისინი აცხადებენ რომ ეკა ტყეშელაშვილმა დაურეკა მეთიუ ბრაიზას. ამაზეა ნათქვამი მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. როგორც მინიმუმი პრეზიდენტს კონდოლიზა რაისისთვის უნდა დაერეკა და ასევე დასავლეთ ევროპის ლიდერებისთვის.თუნდაც ის ორგანიზაცია უნდა გამოგეყენებინათ, საიდანაც თქვენი ხელისუფლება ვერანაირად ვერ გამოვიყვანეთ თავის დროზე, ანუ დ.ს.თ და მასში შემავალი სახელმწიფოთა მეთაურების სხდომა მოგეწვიათ და ხმამაღლა გაგეცხადებინათ რომ რუსები დაგვესხენ თავს და არა ესკაკა კი არა კაკა-ს ტიპის განცხადებები გეკეთებინათ თქვენ პირადად, თუმცა ეს 7 რიცხვამდე იყო. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ბატონო შემურ, რას წამოადგენს თქვენი უფლება-მოვალეობებს?(რა თქმა უნდა მოკლედ და ლაკონურად) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 რატომ არ იყო ევაკუაცია დიდი ლეახვის ხეობაში საომარი მოქმედების დაწყების წინ, როდესაც ხდებოდა ამავე დღეებში ცხინვალში ოსი მოსახლეობის ევაკუაცია? ითავლისწინებთ იმას რომ აგვისტოს საომარი მოქმედების პერიოდში ფაქტიურად რუსებს, ჩეჩენ და ოს ბანდიტებს მძევლად დაუტოვეთ დიდი ლიახვის მოსახლეობა? 7 ქგვისტოს თქვენს მიერ მოყვანილი სანაკაოვეის მთავრობა დიდი ლიახვის ხეობა მთელი შემადგენůლობით დატოვა. პრინციპში გაიპარა. მოსთხოვთ ამ ფაქტზე სანაკოევს პასუხს და თუ ჩატარდა ამ შემთხვევაზე რამე გამოძიება? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kavkazski_lev Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 პირველ რიგში მოგასელმებით ბატონო თემურ და თქვენთან მაქვს შემდეგი შეკითხვები 1) აგვისტოს ომის შემდგომ აშკარად იგრძნობა ჩვენი მთავრობის მხრიდან ჩრდილო კავკასიის საკითხებით დაინტერესება. ამაზე მეტყველებს თუნდაც კავკასიური არხის გახსნა. ჩემი შეკითხვა შემდეგია. უახლოეს მომავალში რა ღონისძიებები იგეგმება ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებით და როგორ გესახებათ საქართველოსა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების სამომავლო ურთიერთობები? სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ოჰაიოს შტატზე უფრო მეტი იცისმ ვიდრე თუნდაც წახურებზე ან დიდოელებზე, რომელნიც ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან.2) სამწუხაროდ ცნობილ მიზეზთა გამო, ჩვენ არ შეგვიძლია აფხაზ ერთან სახალხო დიალოგის წარმართვა. თუმცა რატომღაც ჩვენ გვავიწყდება, რომ არსებობენ თურქეთში მცხოვრები აფხაზები, რომელნიც ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში ცხოვრობენ, და აფხაზეტში მცხოვრებ აფხაზთაგან განსხვავებით ჟირინოვსკისა და დუგინის იდეოლოგიით არ არიან მოწამლულნი. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ამ ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა ერთობლივი კულტურული პროექტების გამართვა?3) თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვთ ხვალინდელ საქართველოში იმ სტუდენტებს, რომელნიც აფხაზ-ოსების და ჩვენი მეზობლების ენას, კულტურას, ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას აქტიურად შეისწავლიან? თსუ-ში მაგალითად არიან სტუდენტები (მათ შორის მეც) ვინც შეისწავლიან სომხურ, თურქულ, აფხაზურ, ოსურ, ჩეჩნურ, ჩერქეზულ...ენებს და არა მარტო ენებს.4) ქალბატონ მექა ხანგოშვილს ჩემგან დიდი დიდი მოკითხვა! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
leva Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ბატონო თემურ სად იმყოფება ამჟამად დიმიტრი სანაკოევი და თვლით თუ არა რომ ამ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა კერძოდ ახალგორის რაიონის, მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობიდან გამოიყვანა და შეუერთა ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთს ანუ დროებით ადმინისტრაციას, სადაც დიმიტრი სანაკოევის (ჩემი აზრით უსახური ვითომ ადმინისტრაცია) დასვა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts